ფალკაო "რეალში" თამაშზე ოცნებობს
მადრიდის "ატლეტიკოს" გოლეადორის მამამ, ერთ-ერთი სატელევიზიო ეთერში დასძინა, რომ რადამელი ბავშვობიდან "რეალის" მაისურის მორგებაზე ოცნებობს.
"რადამელი ყრმა ბავშვობიდან "რეალში" თამაშზე ოცნებობდა.ამ მომენტისათვის ვიცი რომ, "სიტი" და "ჩელსი" არიან მისით დაინტერესებულნი."
"მას მსოფლიო დონის კლუბში უნდა ასპარეზობა."ბლანკოსი" იდეალური ვარიანტია.თუ აღნიშნული ტრანსფერი არ გაიჩარხება, მაშინ ჩემი შვილი პრემიერ ლიგას მიაშურებს.ის წლის ბოლოსკენ გუნდს შეიცვლის."
ჟურნალისტებმა ფეხბურთელის მამას ინტერვიუს ბოლოს კვლავ კითხეს "არისტოკრატების" ინტეერესზე, რაზეც შემდეგი პასუხი მიიღეს: "მისი ოცნება სამეფო კლუბში თამაშია.თუ ეს არ მოხდა, მაშინ ინგლისში წავა."
აღსანიშნავია, რომ რადამელ ფალკაოს აგენტი ხორხე მენდესია.ეს უკანასკნელი მოურინიოსა და რონალდუს ინტერესებსაც იცავს.შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში მასთან მოლაპარაკება "რელისათვის" სირთულე არ იქნება.
ინფორმაციის წყარო: Marca.Com
- 5 სექტემბერი 2012
- 12 305
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.