რონალდო, ჩემპიონთა ლიგის გოლეადორი
კრისტიანო რონალდო სათავეში უდგას წლევანდელი ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირთა სიას.მას ამ გათამაშებაში 4 გოლი აქვს გატანილი.
პორტუგალიელი კრიშტიანო რონალდუ,ლიდერობს ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირთა დავაში,მიუხედავად იმისა რომ მან ვერ შეძლო "მილანთან" თამაში.მას 4 გოლი აქვს გატანილი,ვოლფსბურგის თავდამსხმელ გრაფიტეს კი რონალდოზე ერთით ნაკლები გოლი აქვს შეგდებული.
4 გოლი,რომელიც პორტუგალიელმა პირველ ორ შეხვედრაში გაიტანა საშუალებას აძლევს იყოს ლიგის ამჟამინდელი მთავარი მეგოლე,მისმა მთავარმა კონკურენტმა გრაფიტემ დღეს მოედანი უგოლოდ დატოვა (ვოლფსბურგი0-0ბეშიქთაში).
მათ მოყვებიან ორ-ორი გატანილი გოლით სებასტიან სკილაჩი(სევილია) გაბრიელ ჰაინზე (მარსელი) რომელმაც შვეიცარიაში თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა,ასევე ორი გოლის ავტორი "დებრეცენის" კარში ადრიან მუტუ (ფიორენტინა),ჰალკი (პორტუ) და სოლომონ კალუ (ჩელსი) რომელმაც დღეს მადრიდის "ატლეტიკოს" კარი დალაშქრა.
- 22 ოქტომბერი 2009
- 2 310
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.