”მიზეზი 3”: ”ნაკლები ყურადღება კლუბიდან”
კრიშტიანო რონალდუ თვლის, რომ ბევრ ასპექტში მას ”მადრიდის რეალის” მხარდაჭერა არ აქვს. პორტუგალიელ ფეხბურთელს მიაჩნია, რომ მისი გამოსვლების შედეგად ის კაპიტანთა ჯგუფში მოხვედრას იმსახურებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, გუნდში არავის გამოუთქვას სურვილი, რომ ტრადიციებისგან გვერდის ავლით მაინც დაეკისრებინათ მისთვის ეს მოვალეობა. ტრადიცია კი იმაში მდგომარეობს , რომ გუნდის კაპიტანია ის, ვინც ყველაზე მეტ ხანსაა კლუბში.
ის ასევე ვერ ამჩნევს, რომ მთელი კლუბი მუშაობდეს იმ მიმართულებით, რომ პორტუგალიელს დაეხმარნონ ინდივიდუალური ჯილდოების მოგებაში. ამის მიზეზია თუნდა ის, რომ მესისა და ინიესტას მონაკოში სანდრო როსელი და სუბისარეტა ახლდნენ თან, ხოლო რონის კი მხოლოდ და მხოლოდ ბუტრაგენიო.
ის ასევე ალბათ ითვალისწინებს იმ ფაქტსაც, რომ ლა ლიგის ტიტულის მოგების დროს თასის შემოტანის პატივი მას არ ხვდა. ეს კასილასმა და რამოსმა გააკეთეს. მათ შემოიტანეს თასი, როგორც გმირებმა. დაჯილდოების ცერემონიალზე CR7 -ის სახელი მხოლოდ და მხოლოდ მეხუთედ გამოაცხადეს ხედირასა და კაკას სახელს შორის.
- 3 სექტემბერი 2012
- 4 355
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.