ფლორენტინოს ”სუპერვარსკვლავური თერაპია”
”მადრიდის რეალში” ყოველთვის იყვნენ სუპერვარსკვლავები, ისეთები, როგორიც ზიდანი, რონალდო, ფიგუ, ბექჰემი და ა.შ. მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ერთ-ერთი მათგანია ამჟამად რონალდუ. პორტუგალიელის მიერ ბოლოს , კონკრეტულად კი ”მადრიდის რეალისა” და ”გრანადას” შორის გამართული დაპირისპირების შემდეგ გაკეთებულმა განცხადებამ ყველა შეიძლება ითქვას ”შოკში ჩააგდო”. დაიწერა და ითქვა უამრავი რამ , მიზეზებს რა გამოლევს და მითუმეტეს ასეთ დროს. ქონია კი ”მადრიდის რეალის” ამჟამინდელ პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს ანალოგიური სიტუაციები უახლოეს წარსულში? რა თქმა უნდა კი. ის ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ”ვარსკვლავური ახირებების” ცნობილი მკურნალი ექიმია.
კრიშტიანო რონალდო ნამდვილად არ არის ”ფლორენტინოსეული თეაპიის” პირველი პაციენტი. ფეხბურთელმა მადეირადან შაბათს ინახულა პრეზიდენტი მისსავე ოფისში ”სანტიაგო ბერნაბეუზე” , რათა მისთვის გული გადაეშალა და ეთქვა ყველა იმ პრობლემებისა და დაბრკოლებების შესახებ , რომელიც მას გააჩნია ”თეთრების” შემადგენლობაში. ეს იმისთვის, რომ პორტუგალიელს სურს სწორედ პერესი დაეხმაროს მას ამ კრიზისის დაძლევაში. ”CR7-ის საქმე” არ არის პირველი, რომელიც ”მადრიდის რეალის” პრეზიდენტს მოუგვარებია, მას ზურგს წინა პერიოდის გამოცდილებები უმაგრებს, კერძოდ ზინედინ ზიდანი, დევიდ ბექჰემი და რონალდო ნაზარიო დე ლიმა-ს საქმეები, რომელმაც ასევე წარმატებით გაიარეს მისი ”თერაპია”.
პირველი საფეხბურთო ვარსვკლავი, რომელსაც ეს თერაპირა დაჭირდა იყო ზიდანი, რომელიც ვერა და ვერ პოულობდა მისი წარმუმატებელი გამოსვლის მიზეზებს და ადაპტაციის პრობლემებს პირველი თვეების მანძილზე ”ბლანკოსების” შემადგენლობაში. ერთ-ერთმა მიზეზმა ის მიიყვანა ფლორენტინოსთან, რომელსაც მედიატორის როლი უნდა შეესრულებინა ლუიშ ფიგუსთან მიმართებაში. პრობლემა, ისევე როგორც CR7 -ის დროს, პროფესიონალური იყო: მას სურდა, რომ პორტუგალიელი ფეხბურთელს (ლუიშ ფიგუს) მისთვის გადაცემა არ უნდა გაეკეთებინა.
- 3 სექტემბერი 2012
- 2 802
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.