ევროპული პრესა რონალდუზე

სამეფო კლუბის "შვიდიანის" სენსაციურმა განცხადებამ, სპორტულ მედიაში რეზონანსი გამოიწვია.

ევროპული ტაბლოიდები ცდილობენ, საკუთარი ახსნა-განმარტება მოუძებნონ კრიშტიანუს ნათქვამს.მართალია, გთავაზობთ მათ მოსაზრებებს, თუმცა აუცილებელი არარის მათი გაზიარება, რამეთუ რეალური მიზეზი ნამდვილად არავისთვისაა ცნობილი (ავტ.).

იტალიური La Gazzetta dello Sport-ი მიიჩნევს, რომ კრიშტიანუ "ნაწყენი და დაღლილია," ხოლო ამის მიზეზად სახელდება, ფეხბურთელის შემოსავლები და ურთიერთობა თანაგუნდელებთან.ისინი ესპანელებს მსგავსად, გოლეადორს ბავშვურად მოქცევაში ადანაშაულებენ.

ფრანგულმა L'Equipe-მაც დაწერა კრიშტიანუს შესახებ, თუმცა მათ "მარჩიელობისაგან" თავი შეიკავეს.ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ სანაკრებო შეხვედრები იქნება გადამწყვეტი.

პორტუგალიური Record-ის თქმით, რონალდუმ განგაშის ზარები ჩართო "სანტიაგო ბერნაბეუზე."თანამემამულეები იზიარებენ "მარკას" აზრს, ფეხბურთელის დეპრესიაში ყოფნის თაობაზე.

O Jogo-ს ინფორმაციით, "გოლების მანქანამ" სარფიანი შემოთავაზება მიიღო "პსჟ"-სგან, ხოლო თუ დავუჯერებთ A Bola-ს, რონალდუმ საჭიროდ ჩათვალა მადრიდის დატოვება.

პ.ს. როგორც თავად დარწმუნდით, პრესაშიც მრავალაზროვნება სუფევს.ჩემი, როგორც ავტორის რჩევა იქნება, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას!

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

№ ფეხბურთელი
გოლი
1 რაფინია 15
2 მბაპე 13
3 იამალი 10
4 ზაბირი 9

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2026 (119)
ოქტომბერი 2026 (178)
სექტემბერი 2026 (194)
აგვისტო 2026 (219)
ივლისი 2026 (279)
ივნისი 2026 (203)