დავემშვიდობოთ რონალდუს ?
როგორც Marca იტყობინება, პორტუგალიელს კლუბის დატოვება სურს. იგი შეხვდა ფლორენტინო პერესს და განუცხადა, რომ თავს არაკომფორტულად გრძნობს "რეალში".
"სამეფო კლუბში" ყველაფერი რიგზე ვერაა, ძალიან გახშირდა ფეხბურთელების დაპირისპირება ერთმანეთთან, რომელიც კოენტრაუს და მარსელოს ეხება. ისინი რონის საუკეთესო მეგობრები არიან ფაქტია, რომ ისინი მართლაც ვერ ეწყობიან ერთმანეთს.
რონიმ ასევე თქვა, რომ "რეალი" უმისოდაც მოიგებს ყველა ტიტულს და თავს საჭიროდ არ მიიჩნევს.
შეხვედრის შემდეგ ფლორენტინო პერესმა რონალდუს აგენტს დაურეკა, აგენტმა ეს ამბავი დაადასტურა. ყველაფერი იქიდან დაიწყო , რომ "გრანადასთან" ძალიან უმოტივაციოდ იყო რონი გამოსული და ეს კომენტარიც გააკეთა:
"როცა თავს ცუდად ვგრძნობ, გოლებს არ ავღნიშნავ, დღეს სწორედ ეს მოხდა ადამიანებმა, რომლებიც აქ მუშაობენ იციან, რატომ არ ვამბობ არაფერს მეტს ამ საკითხზე. რამდენიმე დღეში სანაკრებო ბატალიები გველის, საკვალიფიკაციო ეტაპი მნიშვნელოვანია ჩვენთვის". შეიძლება რონის ამბავი დღესვე გაირკვეს.
საინფორმაციო წყარო: As.Com , Marca.Com
- 2 სექტემბერი 2012
- 10 538
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.