კაკა:"მე არ მინდა, ტვირთად ვაწვე მადრიდის "რეალს"
კაკამ Globoesport-ს საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ მისცა.
Globoesport-თან მიცემულ ინტერვიუში ბრაზილიელმა ნახევარმცველმა რიკარდო კაკამ დაადასტურა, რომ მას არა აქვს რაიმე შემოთავაზება "მილანიდან" და არც "პსჟ-გან". მისდამი ინტერეს მხოლოდ ჩინური კლუბები იჩენდნენ, ამიტომ მან გადაწყვიტა "რეალში" დარჩენა.
"მე არ მინდა ტვირთად ვაწვე კლუბს, თუ არ წავედეი კლუბიდან ეს იმიტომ, რომ არ მქონია შემოთავაზებები."
ბრაზილიელი აღიარებს, რომ მას სურს მოურინიოს ნდობა მოიპოვოს:"მე მინდა, რომ განაცხადში დავბრუნდე. ეს არის ვეტერანი, რომელსაც 30 წელი შეუსრულდა და მოიგო ყველაფერი. თუ ჩემდამი ინტერეს გამოიჩენენ მე მზად ვარ ახალ კლუბში სათამაშოდ."
კითხვაზე არის თუ არა მას და მოურიონიოს შორის უთანხმოება კაკამ უპასუხა:" ჩვენ გვაქვს პროფესიონალური ურთიერთობა, ერთმანეთს პატივს ვცემთ."
- 2 სექტემბერი 2012
- 2 561
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.