გარსიას ტრანსფერმა "რეალიც" იხეირა
როგორც იცით, სატრანსფეროს ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე, "მანჩესტერ სიტიმ" ხავი გარსია შეიძინა.
აღნიშნული ფეხბურთელი მადრიდის "რეალის" აკადემიის აღზრდილია და გასულ წელს "ბენფიკაში" გამოდიოდა.პორტუგალიაში გადაბარგების დროს, "თეთრებსა" და "წითლებს" შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში ჩაიდო პუნქტი, რომლის თანახმადაც კლუბის გამოცვლის (საუბარია გარსიას "ბენფიკადან" წასვლაზე) შემთხვევაში, "ბლანკოსის" ბიუჯეტი გარკვეული თანხით უნდა შევსებულიყო.
გაირკვა, რომ ინგლისში გადაბარგების შემდეგ, ესპანური გრანდის ანგარიშზე 3 მილიონამდე ჩაირიცხა.ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულება მანჩესტერელებმა შეასრულეს.
ინფორმაციის წყარო: Merengues.Ru, Defensacentral.com
- 1 სექტემბერი 2012
- 2 136
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.