მარსელო რონალდუს თილისმაა
გამოცემა "მარკას" ჟურნალისტის აზრით, სამეფო კლუბის წარუმატებელი სტარტი, დიდწილად მარსელოს უთამაშებლობამ გამოიწვია.
ბრაზილიელი განაპირა მცველი, რომელიც ზაფხულის ოპილმპიურ თამაშებში იღებდა მონაწილეობას, მწვანდე მინდორზე სუპერ თასის განმეორებით დუელში გამოჩნდა.ის მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ.ფაქტიურად უშეცდომოთ ითამაშა დაცვაში, ხოლო რაც შეეხება შეტევას, კატალონიელ მცველებს ნამდვილად მოსვენება არ ჰქონიათ მისი სისწრაფისა და ფინტების გადამკიდე.
ესპანეთში მიაჩნიათ, რომ რონალდუს წარმატებაში, მარსელო სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.მართლაც, საოცარი ურთიერთგაგება სუფევს პორტუგალიელსა და სამხრეთ ამერიკელს შორის.ისინი საოცრად არიან შეთამაშებულნი.მარცხენა ფლანგზე კრიშტიანუს საუკეთესო პარტნიორი ჰყავს.სწორედ ამიტომაც, "ელ ფერარი" აკეთებს ყველაფერს, რაც გუნდს სჭირდება.
ალბათ, განვლილმა ოთხმა შერკინებამ ნათელი მოჰფინა იმ ფაქტს, თუ ვინ უნდა იდგეს სასტარტოში, კოენტრაუ თუ მარსელო.
- 1 სექტემბერი 2012
- 2 521
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.