არ განხორციელებული ტრანსფერები
მოგეხსენებათ ჟოზე მოურინიოს გეგმებში არ შედიოდა არც კაკა, არც კარვალიო, მიუხედავად ამისა ფეხბურთელები კლუბში დარჩნენ, ვინდაიდან მათი ტრანსფერები არ განხორციელდა.
31 აგვისტოს 00:00 საათზე დაიხურა სატრანსფერო ფანჯარა და კლუბმა ფეხბურთელების გაყიდვა ვერ მოასწრო. სიმართლე უნდა ითქვას, რომ მათ რეალური ინტერესი არავის გამოუხატავს. კაკას რამდენიმე კლუბს უკავშირებდნენ, მათ შორის იყო: მილანი, ინტერი, სან პაულო, მანჩესტერ იუნაიტედი და ლივერპული, მაგრამ არც ერთმა გუნდმა არ გადაიხადა ის თანხა, რომელსაც თეთრები ითხოვდნენ ბრაზილიელ ვარსკვლავში.
რაც შეეხება კარვალიუს, მისი შეძენით თურქული და პორტუგალიური კლუბები ინტერესდებოდნენ, თუმცა ეს ინტერესი მალევე გაქარწყლდა და რიკარდო რეალში დარჩა. ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ თუ ეს ფეხბურთელები კლუბს არ გამოიცვლიან, ისინი რეალის სრულფასოვანი წევრები იქნებიან და თავის გამოჩენის შემთხვევაში აუცილებლად დაიმკვიდრებენ ადგილს ძირითად შემადგენლობაში.
- 31 აგვისტო 2012
- 3 125
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.