პეპე: ""ბარსელონას" ვჯობივართ"
სამეფო კლუბის დაცვის ბურჯის აზრით, კატალონიური კლუბის დომინაციას ბოლო მოეღო.
"ჩვენ ყველას დავანახეთ, რომ "ბარსელონას" ვჯობივართ."
"სუპერ თასის განმეორებით მატჩში დიდებული პირველი ტაიმი გვქონდა.ვფიქრობ, უფრო დიდი ანგარიშით გამარჯვებას ვიმსახურებდით.მოხარული ვარ ტიტულის მოპოვებით.დიდი პოტენციალი გაგვაჩნია.ახლა საჭიროა ამავე ტემპში გაგრძელება."
"კარგად ვიცოდით, რომ ფინალში გვიწევდა მონაწილეობის მიღება.ფეხბურთელებმა ბოლომდე იბრძოლეს და სანუკვარმა შედეგმა არ დააყოვნა.პირველი წუთებიდანვე მოგებაზე ვფიქრობდით."
""ვალენსიასთან," სადაც კასილიასთან შეჯახება მომიწია, მხოლოდ იგუაინის გოლი მახსოვს.საბედნიეროდ, ტკივილები აღარ მაწუხებს და ყველაფერი რიგზეა."ინფორმაციის წყარო: Marca.Com
- 30 აგვისტო 2012
- 3 551
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.