"რეალი"-"მილანი" : კლასიკა

მატჩი რომელსაც ელის მთელი საფეხბურთო ევროპა.მატჩი რომელიც იქნება სერიოზული გამოცდა ამ სეზონში ორივე კლუბისთვის.მატჩი რომელშიც მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი კაკა პირველად ითამაშებს იმ გუნდის წინააღმდეგ რომელიც მისთვის მშობლიურია.

ეს ევროპული კლასიკოა.ორივე გუნდს ერთად 16 თასი აქვს მოპოვებული.ეს ორი ისტორიული კლუბი ჩემპიონთა თასის პირველივე გათამაშები ერთმანეთს ნახევარფინალში გადაეყარნენ.მაშინ "რეალმა" საკუთარ მოედანზე "მილანი" 4-2 დაჯაბნა,გასვლაზე კი 2-1 დამარცხდა რაც საკმარისი აღმოჩნდა ფინალში სათამაშოდ.

ორი წლის შემდეგ მორიგი დუელი გაიმართა კლუბებს შორის,ამჯერად ფინალში.რეალმა 3-2 გაიმარჯვა ოვერტაიმში.გამარჯვების გოლი გაიტანა ფრანცისკო ხენტომ 107 წუთზე.

შემდეგი შერკინება-1964 წელი.აქაც "რეალმა" დაჯაბნა მეტოქე (4:1,0:2),მაგრამ წარმატებული სერია ადრე თუ გვიან მთავრდება.
1989 წელს "მილანმა" დამაჯერებელი რევანში აიღო.ნახევარფინალში იტალიელები "ბერნაბეუზე" ფრეს დაყაბულდნენ,შემდეგ კი 5-0 იმარჯვეს საკუთარ მოედანზე.იმავე წლის შემოდგომაზე კი ეს კლუბები ერთმანეთს უკვე 1/16 ფინალში შეხვდნენ."მილანმა" აქაც სძლია მეტოქეს (2-0,0-1)

ბოლოს გუნდები ერთმანეთის პირისპირ 2002/2003 წლის სეზონში წარსდგნენ.ანდრეი შევჩენკოს გატანილმა გოლმა "მილანს" გამარჯვება მოუტანა,განმეორებითმა მატჩმა (3:1) არაფერი შეცვალა,იმ დროისთვის ორივე გუნდი გადიოდა ჯგუფური ეტაპიდან.

შედეგად 5 მოგება,5 წაგება და 1 ფრე.

ამ მატჩში ერთი შეხედვით ფავორიტის გამოვლენა ძნელია.ფლორენტინო პერესმა შექმნა "ახალი გალაქტიკო",რომელშიც მოიწვია კრისტიანუ რონალდო,ალბიოლი,ბენზემა,ხავი ალონსო და კაკა.მიუხედავად იმისა,რომ "მილანის" ტიფოზები ეწინააღმდეგებოდნენ კაკას გაყიდვას ბიზნესმა მაინც თავისი გააკეთა.ამან შედეგიც გამოიღო,"მილანი" ცუდის სტარტის შემდგომ ცდილობს მდგომარეობა გაიუმჯობესოს კაკას გარეშე."რომას" დამარცხების შემდეგ კლუბმა შვიდი პოზიციით აიწია სატურნირო ცხრილში,ფორმაში შედიან რონალდინო და პატო.ფილიპო ინძაგი კი ამ მატჩს მოუთმენლად ელის."მე მითამაშია ევროპის საუკეთესო სტადიონებზე,მაგრამ არასდროს "ბერნაბეუზე".კლუბი 3 ქულით უნდა დაბრუნდეს სახლში,ესაა ჩვენი მიზანი".

"მილანს" დააკლდება მეკარე სტორარი,რომელიც სეზონის დასაწყისში ითვლებოდა კლუბის მთავარ მეკარედ,მას ერთი თვე მოუწევს დასვენება.აბიატი ტრამვირებულია აპრილიდან,დიდამ კი ეხლახანს აღიდგინა ფორმა.ასევე გუნდს დააკლდება მცველი ოგუჩი ონევუ,რომელმაც ტრამვა სანაკრებო შეხვედრის დროს მიიღო აშშ-ს ნაკრებში.

ამ მხრივ "რეალს" უფრო იოლად აქვს საქმე,პელეგრინის შეუძლია ლასანა დიარას და ალბიოლის იმედი ჰქონდეს,რომლებაც ტრამვები მოიშუშეს.თუმცა გუნდს დააკლდება გუტი.

  • raul777
  • 21 ოქტომბერი 2009
  • 2 021
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)