ვალდანო:"ვიცი, რატომაც იუარა ვენგერმა "რეალის" თავკაცობა"
მადრიდის "რეალის" გენერალური დირექტორის ხორხე ვალდანოს თქმით, "სამეფო კლუბი" უკვე შეთანხმებული იყო არსენ ვენგერთან, მაგრამ ფრანგმა სპეციალისტმა ბოლო მომენტში განაცხადა უარი მადრიდულ გრანდში მუშაობაზე.
ვალდანო გამოტყდა, რომ პელეგრინის ნაცვლად გუნდი არსენ ვენგერს უნდა გაეწვრთნა, მაგრამ მას მადრიდში არ მისცემდნენ დროს გუნდის ფორმირებისთვის. სწორედ ამიტომ ვენგერმა უარით გაისტუმრა "ბლანკოსის" მესვეურები.
"არსენალში" მან დიდებული ახალგაზრდები ჩამოაყალიბა, რაც ძალიან მხიბლავს. ვფიქრობ, მას მოსწონს წყნარად მუშაობა. თითქოს მასთან კონტრაქტიც გავაფორმეთ, მაგრამ უარით გაგვისტუმრა".
ფლორენტინო პერესი "რეალის" პრეზიდენტობის პოსტს დაუბრუნდა. ვალდანოს თქმით, პერესმა გაანალიზა ყველა ის დაშვებული შეცდომა, რომელმაც გუნდი ცუდ მდგომარეობაში ჩააგდო.
"ხალხს დაავიწყდა, რომ პერესის პირველ ეპოქაში გუნდმა სამ წელიწადში შვიდი ტიტულის მოგება შეძლო".
"ამის შემდეგ ერთი კითხვა ჩნდება – რამდენმა ვარსკვლავმა უნდა ითამაშოს გუნდში".
ინფორმაციის წყარო: Goal.com
- 21 ოქტომბერი 2009
- 1 918
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.