As იუწყება, რომ გრანერო ”ქპრ”-ს ფეხბურთელია
გრანერო სავარაუდოდ ხვალ ჩაფრინდება ლონდონში და 5 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელ ”ქპრს”-თან. გრანერო უკმაყოფილებას გამოთქვადა ჟოზე მოურინიოს მიმართ. უკმაყოფილების მთავარი მიზეზი ცოტა სათამაშო დრო იყო. ზუსტად მოდრიჩის ”რეალში” გადმოსვილს შემდეგ მიიღო ესტებანმა ეს გადაწყვეტილება, რადგან ლუკას მადრიდელთა ბანაკში გადმობარგება გრანეროსთვის ფაქტიურად სათამაშო დროის საერთოდ უქონლობას ნიშნავდა.
”ქუინზ პარკ რეინჯერსის” მფლობელი, მალაიზიელი მულტიმილიარდერი, ტონი ფერნანდეზია. როგორც ჩანს მას ”სიტის” მსგავსი ფროექტის განხორციელება სურს. მათ უკვე მილანის ”ინტერის” ყოფილი მეკარე, ბრაზილიელი ჟულიო სეზარი იყიდეს. ”ქპრ”-ს ხელმძღვანელობა კიდევ გეგმავს რამოდენიმე ხმაურიანი ტრანსფერი განხორციელებას. გრანერო ძალიან მოიხიბლა გუნდის მიზნებით, უფრო მეტად სათამაშო დროის ზრდით.
ესტებანს ბოლო ხელშეკრულება 2013 წელს, კერძოდ ივნისში ეწურებოდა, ამიტომ ფეხბურთელის არჩევანთან დაავშირებით მადრიდელთა ბანაკში უკმაყოფილება არ გამოუთქვამთ. - იუწყება ესპანური გამომცემლობა As.
ინფორმაციის წყარო: As.com
- 28 აგვისტო 2012
- 1 558
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.