ჟოზეს მორიგი ქველმოქმედება
ჟოზე მოურინიომ მადრიდის "კანილასის" სპორტულ აკადემიას დახმარება გაუწია...
უკვე ორი წელია, რაც პორტუგალიელი სპეციალისტი აღნიშნულ აკადემიას დახმარებას უწევს. ცნობისთვოს, ჟოზეს ვაჟი, ხოსე მარიო "კანილასში" ირიცხება, იგი მეკარის პოზიციაზე თამაშობს. აკადემიაში ფინანსური პრობლემებია და იგი დახურვის პირას გახლავთ. ჟოზემ პირველ ეტაპზე 7 500 ევრო გაიღო დასახმარებლად.
მოურინიოს ურთიერთობა "კანილასის" აკადემიასთან გასულ წელს დაიწყო. მაშინ ჟოზემ ყველა იმ ბავშვის სწავლის თანხა გადაიხადა, რომელთა მშობლებსაც ამის საშუალება არ ჰქონდათ.
- 28 აგვისტო 2012
- 1 410
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.