პუშკაშის "ტროფეი"
"ფიფას" პრეზიდენტმა, იოზეფ ბლატერმა, სამეფო გუნდის ლეგენდარული ფეხბურთელის, ფერენც პუშკაშის სახელობის პრიზი დაადგინა.აღნიშნული ჯილდო გადაეცემა მოთამაშეს, რომლის გოლი წლის განმავლობაში საუკეთესოდ იქნება აღიარებული."ფიფას" პირველმა პირმა, "პუშკაშის ტროფეის" დადგენის შესახებ, უნგრეთში ყოფნის დროს, ყოფილი მადრიდელის სახელობის საფეხბურთო სკოლაში განაცხადა.
ფერენც პუშკაში უნგრეთის საფეხბურთო ისტორიის საუკეთესო ფეხბურთელია.მას დღესაც დიდ პატივს მიაგებენ სამშობლოში.საინტერესოა, რომ "პუშკაშის აკადემიაში" გამართულ შეხვედრას, ფერენცის ქვრივი, ერსებეტ პუშკაში ესწრებოდა.ის თავისთავად სიტყვით გამოვიდა: "ენით აუღწერელია ის სიხარული, რასაც ახლა მე ვგრძნობ.პუშკაშის გულშემატკივრების, მეგობრების და ოჯახის წევრების სახელით, მე დიდ მადლობას ვუხდი ფიფას, აღნიშნული პრიზის შემოღებისათვის.მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ბლატერს, რამეთუ მისი წვლილი ამ საქმეში ძალიან დიდია.დარწმუნებული ვარ, რომ პუშკაშის ტროფეის მომავალი მფლობელები, იამაყებენ რომ ისინი დაეუფლებიან ისეთი დიდი ფეხბურთელის და ადამიანის "თასს," როგორიც ფერენცი იყო."
"ფერენც პუშკაშმა დიდი კვლაი დატოვა მსოფლიო ფეხბურთში.წარმატებული კარიერის პარალელურად, ის შესანიშნავი ადამიანი გახლდათ.ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ სწორედ მისი სახელი გვეწოდებინა ახალ ჯილდოზე" - განაცხადა ბლატერმა.
პირველად, ეს ჯილდო, 21 დეკემბერს იპოვის მფლობელს (ამ დრეს გაიმართება ფიფას ვერსიით საუკეთესო ფეხბურთელის დასახელება და სწორედ აღნიშნულ ცერემონიალზე დასახელებენ გასული წლის საუკეთესო გოლის ავტორს).საინტერესოა, რომ "პუშკაშის ტროფეი" შესაძლებელია გადაეცეს, როგორც მამაკაც, ასევე ქალ ფეხბურთელსაც.
ნოემბერში, "ფიფას" ოფიციალურ საიტზე დაიდება გასული სეზონის 10 ყველაზე საუკეთესო გოლი, რომელთაგანაც გულშემატკივრებს შესაძლებლობა ექნებათ აირჩიონ ერთი საუკეთესო.
- 21 ოქტომბერი 2009
- 1 935
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.