მადრიდის "რეალი" - "მილანი" [პრევიუ]

დღეს, თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე, მსოფლიო ფეხბურთის ცქერა, "სანტიაგო ბერნაბეუსკენ" იქნება მიმართული.ჩვენ ვიხილავთ არა მხოლოდ "რეალისა" და "მილანის," არამედ მსოფლიოში ორი დიადი გუნდის პაექრობას.

აღნიშნული შეხვედრა უწინარეს ყოვლისა, იმით იქნება გამორჩეული, რომ "მილანს" თავისი ისტორიის განმავლობაში "ბერნაბეუზე" გამარჯვება არ ახსოვს.ამის პარალელურად, არანაკლებ საინტერესოა, ბრაზილიელი კაკას ასპარეზობა ექს-გუნდის წინააღმდეგ.ბევრი დამეთანხმება, რომ "რეალი" გამარჯვების შემთხვევაში სერიოზულ განაცხადს გააკეთებს, 1/8 ფინალში გასვლაზე (შეგანხსენებთ, რომ სამეფო გუნდი 6 ქულით პირველ ადგილზეა, მას მოჰყვება 3 ქულით "ციურიხი," ასევე 3 ქულით "მილანი" და ნოლი ქულით "მარსელი.")

ცნობისათვის გეტყვით, რომ ამ დრომდე ესპანურ-იტალიური დუელი სულ 11-ჯერ გაიმართა.აქედან ორივე გუნდის ანგარიშზე 5-5 მოგება და ერთი ფრე.იმედია, ამ მაჩვენებლის სათავეში მადრიდელები მოექცევიან თამაშის ბოლოს.

სამწუხაროდ, "ბლანკოსისა" და "როსონერის" რიგებში არსებობს გარკვეული საკადრო პრობლემები.პელეგრინი ჩვენს მიერ ხსენებულ თამაშში, რონალდუს, ნისტერლოის, გუტის, მეტცელდერსა და გაგოს ვერ დაიხმარს, ხოლო რაც შეეხება ლეონარდოს, მისი შემადგენლობის დანაკლისიდან, სტორარისა და გატუზოს გამოყოფა შეიძლება.

მაშ, ასე ყველანი მოუთმენლად ველოდებით ამ შეხვედრას.იმედია, "რეალი" "რუბინის" "ბედს გაიზიარებს."

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)