"არტიტსტები”
იოზილი და ინიესტა არის ის ორი ფეხბურთელი, რომლებიც ერთმანეთს ძალიან ჰგვანან თამაშის სტილით. ისინი განსაკუთრებულად კარგად თამაშობენ, ”ელ კლასიკოში”. იმ ”ელ კლასიკოში”, სადაც ყველა ფანის თვალი რონალდუზე და მესიზეა გადართული. ისინი უყურებენ ფორვარდებს, ეძებენ თავისუფალ ადგილს, საიდანაც შესაძლებელია გადაცემის მარტივად გაკეთება.
ეს არის პირადი დუელი ორ დახვეწილ მოთამაშეს შორის, რომლებსაც აქვთ რაღაც საერთო: თავშეკავება, ეს არის უნარი, რომელიც ადგენს თუ როგორი გენიალური ფეხბურთელი ხარ შენ. როდესაც მათ ბურთი ფეხში ჩაუვარდებათ ხალხი ფიქრობს, რომ მათ ეს ბურთი ფეხზე აქვთ მიწეპებული და მისი უბრალოდ წართმეავა შეუძლებელია. მათ ძალიან კარგად შეუძლიათ უბურთოთ თამაში. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ შეუძლია გაიხსნა, თავისუფალი ადგილი მონახონ და ბურთი სრულიად თავისუფლად მიიღონ. ისინი სულ მოძრაობაში არიან, არ ჩერდებიან, ორივეს აქვს საოცარი თექნიკა რაც მათი გუნდების თამაშს უფრო სანახაობრივს ხდის. აქვთ საოცარი ფიზიკური შესაძლებლობები, მოედნის ხედვა, ბურთის გრძნობა, ორივე საოცრად კონტაქტური ფეხბურთელია და მაქსიმალურად იხარჯებიან. თითქოს ისინი მინი სტადიონზე თამაშობდნენ მინი ფეხბურთს.
შეიძლება ითქვას, რომ გერმანელმა და პორტუგალიელმა გადაწყვიტეს 21 აპრილს ჩატარებული მატჩის ბედი, სადაც მადრიდის ”რეალი” და კატალონიის ”ბარსელონა” დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. პირველი გოლი ხედირამ გაიტანა დი მარიას ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ. მეორე გოლი ახლად შემოსულმა ალექსის სანჩესმა ჩაიწერა აქტივში. ხოლო მესამე და მთავარი გოლი კრიშტიანუს ანგარიშზეა, რომელიც სწორედ მესუტ იოზილის სასწაულებრივი პასით გაიტანა. იოზილმა ”კოპა დელ რეის” ფინალშიც გამოუიჩინა თავი.
იგივე შეგვიძლია ვთქვათ ინიესტაზეც. მას ძალიან დიდი როლი უჭირას ბარსელონაში. თითქოს თამასში რაღაც განსაკუთრებულს არ აკეტებს, მაგრამ სინამდველი საუკეთესოდ ირჯება. როგორც ავღნიშნე, მას აქვს შესანიშნავი თექნიკა, მიხრა-მოხრა. მან გათელა მადრიდელების დაცვა. მართალია ჩუმად, მაგრამ საუკეთესოდ.
მე ამ პატარა სტატიით შევეხე ამ ორი შესანიშნავი ფეხბურთელის გენიალურობას. არჩევანი თქვენზეა, იოზილი თუ ინიესტა ?
ინფორმაციის წყარო: Marca.com
- 28 აგვისტო 2012
- 2 088
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.