მოუ: "გოლის გატანას პირველი წუთებიდანვე შევეცდებით"

ჟოზე მოურინიომ "ბარსელონასთან" მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...

"ცხადია გარკვეული გეგმები გვაქვს, თუმცა მათი განხორციელება რთული იქნება. მატჩი ძალზედ არაპროგნოზირებადია, სწორედ ამიტომ რიგი დეტალებისა შეხვედრის მიმდინარეობის დროს იქნება გადასაწყვეტი. გეგმის შემუშავება, მაშინ, როცა მეტოქე გუნდს ბრწყინვალედ შეუძლია ბურთის დაჭერა და ჩვენ გვაქვს საზრუნავი საკუთარი კარის დაცვაზე, ძალიან რთულია. პირველი რამ, რასაც შევეცდებით, მატჩის პირველი წუთებიდან შეტევაზე გადასვლა და ანგარიშის გახსნაა. წინა "კლასიკოსგან" ბევრი რამ არ შეიცვლება, რადგან არ ვფიქრობ, რომ ცუდად ვითამაშეთ."

"მოდრიჩი საკმაოდ კარგ კონდინციებში მყოფი მოვიდა ჩვენთან, იმის გათვალისწინებით, რომ იგი არ ვარჯიშობდა და ეროვნულ ნაკრებთან ერთადაც მხოლოდ რამდენიმე წუთი ჰქონდა ნათამაშები. ვფიქრობ, რომ ლუკას არ დასჭირდება ბევრი დრო, რათა ფორმაში შევიდეს და ადაპტაცია გაიაროს. ეს სულ მალე მოხდება. მოდრიჩი იმ პოზიციაზე ითამაშებს, სადაც ყველაზე კომფორტულად იგრძნობს თავს. ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა , როცა ჩვენ ვიძენთ ფეხბურთელს, ვიცით, თუ სად გრძნობს ის თავს კომფორტულად და რა პოზიციაზე შეუძლია ყველაზე კარგად თამაში. ლუკა ამ მხრივ მარავალფეროვანია, ერთბაშად რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია ასპარეზობა. ჯერ -ჯერობით მაინც არ გადაგვიწყვეტია სად ითამაშებს, თუმცა დამერწმუნეთ მარცხენა შემტევ ნახევარმცველად ან ფორვარადად არ მოგევლინებათ."

"რა თქმა უნდა, "ხეტაფესთან" მატჩის შემდგომ ჩემს ფეხბურთელებთან საუბარი მქონდა. პრესას არ გავცნობივარ ბოლო ხანებში, თუმცა გადმომცეს, რომ ამ შეხვედრის შესახებ ბევრი რამ დაიწერა. ამას არც უარვყოფ, მე ჩემს ფეხბურთელებთან ერთად განვლილი შეხვედრა გავაანალიზე, თუმცა კონკრეტულად რა თემებზე გავამახვილე ყურადღება, ამაზე საუბარი არ მსურს."

"სეზონის პირველი შეხვედრა დიდებული ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა გუნდი საკმაოდ ნორმალურად გამოიყურებოდა. ჩვენ ბრწყინვალე მეორე ტაიმი ჩავატარეთ, მატჩი ფრედ დასრულდა, თუმცა მოგებას ვიმსახურებდით. გუნდის თამაშით უკმაყოფილო არც მეორე მატჩში ვიყავი. "ბარსელონასთან" პირველი ტაიმი დაცვაში ვითამაშეთ, მეორე ძალიან კარგად ჩავატარეთ, თუმცა მაინც 2-3 დავმარცხდით. "ხეტაფესთან" კი ყველაფერი ისე წარიმართა, რასაც არ ველოდით. იმ მატჩში არც ტაქტიკამ და არც არაფერმა არ გაჭრა. "კოლიზეუმზე" უკეთესად ან უარესად არავის უთამაშია. ეს მარცხი მთლიანად გუნდის არადამაჯერებელი თამაშის დამსახურებაა."

"ამ სეზონში კაკა ჩვენს გეგმებში არ შედის, მაგრამ ის არის მოთამაშე, რომელსაც ჯერ კიდევ კონტრაქტი აკავშირებს კლუბთან და სწორედ ამიტომ მას პატივი უნდა ვსცეთ. მისით სხვადასხვა ჩემპიონატის წამყვანი გუნდებია დაინტერესებული. ახლა კაკამ უნდა მიიღოს თავად გადაწყვეტილება. პეპემ გუშინ სრული დატვირთვით ივარჯიშა და მას არანაირი პრობლემა აღარ აქვს. მართალია, მან ვარჯიშ ნაადრევად დაასრულა, თუმცა იგი თავისი ახალშობილის სანახავად წავიდა. მჯერა, რომ ეს მას მეტ ძალას შემატებს და ისე ითამაშებს, როგორც არასდროს."

"ცხადია, სუპერთასის მოგება ძალზედ გაგვახარებს, თუმცა ეს მაინცდამაინც მნიშვნელოვანი არ არის, ჩემთვის მთავარაია გუნდმა თამაშის ხარისხი გააუმჯობესოს და "ხეტაფესთან" განცდილი მარცხის შემდეგ ფეხბურთელები ფსიქოლოგიურად უკეთ გამოიყურებოდნენ. შეიძლება დავკარგოთ სუპერთასი, თუმცა ის გამახარებს, თუკი მოთამაშეებს ფისქოლოგიური და ინდივიდუალური პროფილი წესრიგში ექნებათ."

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)