კაკა : "ჯერ ბარსას დავამარცხებ, მერე კი ვნახოთ . . .
მოგეხსენებათ, რიკარდო კაკას წასვლასთან დაკავშირებით ესპანურ და საერთოდ მსოფლიო პრესაში დიდი აჟიოტაჟია ატეხილი, ბრაზილიელი ფეხბურთელი განაცხადშიც კი ვეღარ ხვდება, რაც მისი დონის ვარსკვლავისთვის ნამდვილად სირცხვილი და საგანგაშოა. ფეხბურთელს ჟურნალისტებმა ინტერვიუს ჩაწერა თხოვეს, რაზეც თანხმობა მიიღეს...
"ნამდვილად არ ვიცი დავრჩები თუ არა სამეფო კლუბში, მაგრამ ერთი რამის თქმა ნამდვილად შემიძლია, ჟოზემ განაცხადში შემიყვანა, ჩვენ წინ ელ კლასიკო გველის, რომელიც სანტიაგო ბერნაბეუზე გაიმართება, ვალდებულები ვართ გავიმარჯვოთ და სუპერ თასი აღვმართოთ, ჩემი ახლანდელი მიზანი "რეალთან" ერთად სუპერ თასის მოგებაა, ხოლო შემდეგ როგორ განვითარდება მოვლენები 31 აგვისტოს საღამომდე გადაწყდება."
"გულშემატკივრებს პირობას ვაძლევ, თუკი თამაშის საშუალება მომეცემა მაქსიმუმს გავაკეთებ ესპანური გიგანტის, ანუ მადრიდის "რეალის" გასამარჯვებლად."
- 28 აგვისტო 2012
- 2 588
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.