ლუკა:”ბარსელონასთან თამაში უკვე შემიძლია”

ლუკა:”ბარსელონასთან თამაში უკვე შემიძლია”


მადრიდის ”რეალის” ახალწვეულმა, ლუკა მოდრიჩიმა ემილიო ბუტრაგენიოსთან ერთად, პირველი პრესკონფერეცია გამართა ”რეალის” ფეხბურთელის რანგში.

"ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, მსოფლიოს საუკეთესო გუნდში თამაში. განვითარებისათვის ყველაფერია ამ კლუბში:საუკეთესო მწვრთნელი, საუკეთესო ფეხბურთელები. ძალიან ბენდიერ ვარ აქ ყოფნით, მინდა თამაშით სიამოვნება მივიღო. მინდა ძალიან მალე ვითამაშო გუნდთან ერთად, ეს ძალიან დიდი გამოწვევა იქნება პირადად ჩემთვის. ძალიან მინდა ბევრი გოლები გავიტანო და ასეც იქნება. უბდენიერესი დღეა ჩემს პროფესიონალურ კარიერაში.”

”ძალიან მინდა ჩემი ადგილი დავიმკვიდრო გუნდში, ეს ძალიან ბევრ ვარჯიშს და მუშაობას მოითხოვს, მაგრამ მე ამისთვის მზად ვარ. აქ მოვედი რათა განვითარდე და ფეხბურთი ვითამაშო. ძალიან მინდა ”რეალთან” ერთად ტიტულების მოგება, ჩემი მთავარი მიზანი მე-10-ე ჩემპიონთა ლიგის მოგება იქნება, მაგრამ არც ლა ლიგაზე ვიტყვი უარს. მე ნახევარდაცვის შუა ნაწალიშვი ვთამაშობ ყველაზე კარგად და მინდა, რომ ზუსტად აქ დავიმკვიდრო ადგილი. მაგრამ სხვა პოზიციებზეც შემიძლია ვითამაშო, ამას მწვრთნელი გადაწყვეტს.”

”მადრიდის ”რეალსა” და ”ტოტენჰემ ჰოთსუპრს” შორის ხანგრძლივი მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, როგოროც ყოველთვის, მაგრამ უკვე აქ ვარ და ამით ბედნიერი ვარ. თავის დამკვიდრება ძირითადში ძალიან ძნელი იქნება, მაგრამ შემიძლია ამის გაკეთება. ვიმეორებ, რომ გადაწყვეტილბა მწვრთნელმა უნდა მიიღოს.”

საერთოდ გუნდში პირველს რასაც ვაფასებ, მწვრთნელია. სადაც გადაწყვეთს იქ ვითამშებ. მწვრთნელის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, რადგან მან უკეთ იცის გუნდს წარმატება როგორ მოუტანოს. ლა ლიგა მსოფლიოსში ერთ-ერთი საუკეთესო ჩემპიონატია, ხოლო ”რეალი” საუკეთესო გუნდია. მადრიდის ”რეალში” ბევრ ლეგენდას უთამაშია, რომლებიც ახლაც ამაყობენ ამით.”

მატჩებიც გამიცდა, მაგრამ თავდაუზოგავად ვარჯიშობდა, ხორვატიის ეროვნულ ნაკრებში 25 წუთიც ვითამაშე. დიდი იმედი მაქვს ფორმის პიკში ძალიან მალე ჩავდგები და გუნდს წარმატებებს მოვუტან.”

”ჯერ კიდევ ეუროპის ჩემპიონატის დაწყბამდე გავიგე, რომ ”რეალი” ჩემით იყო დაინტერესებული. 19 ნომერი იმიტომ ავირჩიე, რომ მაინც და მაინც დიდი არჩევანი არ მქონია.”

”ჩემი ახალი კლუბის სამივე თამაში ვნახე და მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია:სეზონის დაწყება არც ისე დიდი მნიშვნელობა აქვს, მთავარია სეზონს როგორ დაამთავრდება, წინ მთელი წელია ვფიქრობ, რომ ჩემპიონატს მოვიგებთ.”

”თავს შესანიშნავად ვგრძობ, ფეხბურთელების გაცნობა და ვარჯიში კიდევ წინ არის. რამოდენიმე ფეხბურთელს ვიცნობ. მაგალითად რონალდუს, სერხიო რამოსს და კასილასს. უკვე შემიძლია ბარსელონასთან თამაში, აქაც მწვრთნელის ფაქტორია მთავარი. ”ელ კლსიკო” მსოფლიოში საუკეთესო გუნდების საუკეთესო დაპირისპირებაა.”

”ჩემთვის საუკეთესო მწვრთნელი მოურინიო - ფეხბურთლი ბობანი. ბობანი ხორვატიის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია, ასევე რომას კაპიტანი ტოტიც მომწონს, მაგრა მაინც ბობანი.”

”ტოტენჰემისათვის” მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. ლონდონში შენაიშნავი 4 წელი გავატარე და დიდი გამოცდილებაც შევიძინე. მინდა ყველას დიდი მადლობა გადავუხადო, ვინც ამ 4 წლის განმავლობაში მე და ჩემს ოჯახს გვეხმარებოდა. უკმაყოფილი არაფრით არ ვარ, პირიქით. ახლა ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება და მინდა ახალ კლუბთან ერთად დიდ წარატებებს მივაღწიო."
- დაამთავრა მოდრიჩმა.



ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)