ვან დერ ვაარტი "ჰამბურგში" დაბრუნდება?
ჰოლანდიელი ნახევარმცველი შეიძლება თავის ყოფილ კლუბს დაუბრუნდეს.
"ჰამბურგში" ტრავმების ეპიდემიაა: ბასტიან რაინჰარდტი, ალექს სილვა, კოლინ ბენჟამინი, პაოლო გერერო, მლადენ პეტრიჩი და რომეო კასტელენი – ყველა ეს ფეხბურთელი ტრავმირებულია და ამ ეტაპზე მათ არ შეუძლიათ გუნდის დახმარება. ამიტომ "დინოზავრების" ხელმძღვანელობა სერიოზულად განიხილავს ვან დერ ვაარტის კლუბში დაბრუნებას ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე.
მიუხედავად იმისა, რომ რაფაელმა "ვალიადოლიდთან" შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, მანუელ პელეგრინი ვერ ხედავს ჰოლანდიელის ადგილს ძირითადში. არაა დასამალი, რომ ასეთი სიტუაცია თავად ფეხბურთელსაც არ მოსწონს.
ვან დერ ვაარტი ითვლება "ჰამბურგის" გულშემატკივართა ნამდვილ კუმირად. ფეხბურთელმა "დინოზავრებში" ჩაატარა 105 მატჩი და გაიტანა 48 გოლი. ის ითვლება ევროპის ერთ–ერთ საუკეთესო ფეხბურთელად. სამწუხაროდ მან ვერ წარმოაჩინა თავი ესპანეთში და ის არის ფეხბურთელი, რომელიც ადრე თუ გვიან გუნდს დატოვებს.
ინფორმაციის წყარო: As.com
- 21 ოქტომბერი 2009
- 1 962
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.