რეალს მოდრიჩი 42 მლნ. ევრო დაუჯდება
უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ მოდრიჩი მადრიდის რეალში იასპარეზებს. სამეფო კლუბი ხორვატ ფეხბურთელში 42 მლნ. ევროს (33 მლნ. ფუნტს) გადაიხდის, ხოლო თავად ნახევარმცველი კვირაში 150 000 ევროს მიიღებს გასამრჯელოს სახით.
ტოტენჰემის ოფიციალური წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ მოდრიჩის ტრანსფერი არის მამლებსა და სამეფო კლუბს შორის სამომავლო პარტნიორობისათვის გადადგმული პირველი ნაბიჯი.
"ლუკა ტოტენჰემის ხერხემალი იყო, მაგრამ მას კლუბის გამოცვლა სურდა და მოხარულნი ვართ, რომ მისი მომავალი ნავსაყუდელი მადრიდის რეალი იქნება. ჩვენი ურთიერთობა სამეფო კლუბთან ხანგრძლივ პერსპექტივაზეა გათვლილი და მოდრიჩის ტრანსფერი მხოლოდ პირველი ნაბიჯია." - განაცხადა ტოტენჰემის აღმასრულებელმა დირექტორმა დანიელ ლევიმ.
ფლორენტინო პერესმა კი ახალ შენაძენზე შემდეგი კომენტარი გააკეთა: "მივესალმებით ლუკას ტრანსფერს და წარმატებებს ვუსურვებთ მას მადრიდის რეალში. იმედს გამოვთქვამ მომავალშიც გაგრძელდება ახლო ურთიერთობა ტოტენჰემსა და სამეფო კლუბს შორის."
- 26 აგვისტო 2012
- 1 666
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.