ბუტრაგენიო: "იმედია ფორმას მალე დავუბრუნდებით"
"ჩემპიონატი სულ ახლახანს დაიწყო, იმედია, ფორმას მალე აღვიდგენთ და ჩვეულ რითმს დავუბრუნდებით. მართალია თამაშ არ გამოგვივიდა, თუმცა "ხეტაფეს" ბრწყინვალე ასპარეზობა არ უნდა დავუკარგოთ."
"პირველი ტაიმი კარგად ჩავატარეთ. მატჩს მთლიანად ვაკონტროლებდით, თუმცა მეორე ნახევარში არაფერი გამოგვივიდა. "ხეტაფე" დაცვაშიც და კონტრშეტევებშიც ბრწყინვალედ გამოიყურებოდა. მათ შანსები მაქსიმალურად გამოიყენეს."
"ბოლო 20 წუთის განმავლობაში ცდა არ დაგვიკლია, რომ მატჩი გადაგვერჩინა, თუმცა "ხეტაფეს" შესანიშნავი დაცვის წინაშე უძლურები აღმოვჩნდით."
"ცხადია, ამ მატჩის შემდგომ სუპერთასის განმეორებითი შეხვედრისთვის დავიწყებთ მომზადებას. წინ დიდი და მნიშვნელოვანი შეხვედრა გველის და ვიმედოვნებ, რომ გუნდი თავის საუკეთესო თამაშს აჩვენებს."
- 26 აგვისტო 2012
- 1 346
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.