გალიანი კაკას საკითხზე მადრიდს ეწვევა
"მილანი" შესაძლებლობებს არ იშურებს კაკას შესაძენად.
"მილანის" ვიცე პრეზიდენტი ადრიანო გალიანი ესპანეთის დედაქალაქს ეწვევა, რათა მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები აწარმოოს ბრაზილიელი ფეხბურთელის ტრანსფერზე.
"მილანი" უკვე დიდი ხანია ცდილობს კაკას შეძენას, მაგრამ ვერ გადაიხადა საჭირო თანხა ფინანსური პრობლემების გამო. როგორც ჩანს "როსონერის" მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი კაკას გადაბირება და გეგმავს კიდევ ერთხელ მიმართოს მადრიდულ გრანდს ბრაზილიელთან დაკავშირებით.
"ამ დღეებში მადრიდს ვეწვევი. ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, ვნახოთ რა მოხდება." -განუცხადა გალიანიმ Sky Sport Italia-ს.
გავრცელებული ინფორმაციით, "მილანი" 30 წლის ფეხბურთელის არენდით აყვანას გეგმავს. ასევე კლუბი თანახმაა, ბრაზილიელის 10 მილიონიანი ხელფასის 50% გადაიხადოს.
ინფორმაციის წყარო:Goal.com
- 24 აგვისტო 2012
- 2 028
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.