ხესე:"მოუთმენლად ველოდები "ბარსელონა-ბ" მატჩს"
"კასტილიას" ლიდერმა ხესე როდრიგესმა მინი "ელ კლასიკოს" წინ ჟურნალისტებს გაესაუბრა.
"ჩვენ ვთამაშობთ სახლში, ამიტომ გულშემატკივრების დიდი მხარდაჭერა გვექნება. ქომაგებს ვენდობით და მათი იმედი გვაქვს. მოუთმენლად ველოდებით "ბარსელონა-ბ" მატჩს, იმედი გვაქვს, რომ მათ დამარცხებას შევძლებთ."
"უნდა გავიდეთ მოედანზე და ჩვენი თამაში ვაჩვენოთ, ვაკონტროლოთ ბურთი და თამაშის სადავეები ხელში ჩავიგდოთ. "ბარსელონა-ბ" კარგი გუნდია და ძალიან კარგად იცის ბურთის კონტროლი, მაგრამ ჩვენ ის უნდა ვაკეთოთ, რაც ყველაზე უკეთ გამოგვდის. აქტიურად უნდა შევუტიოთ და დარწმუნებული ვარ მეტოქის კარის აღების შანსები გვექნება."
"მომავალი მატჩი ყველასგან განსხვავებული იქნება, რადგანაც ეს მინი "ელ კლასიკოა". ჩვენ უნდა დავამარცხოთ მეტოქე, ვინაიდან სეგუნდაში პირველი სამი ქულა და საშინაო გამარჯვება გვჭირდება."
"არასდროს მეგონა, თუ მინი "ელ კლასიკოში" თამაშის საშუალება მექნებოდა, რადგან ასეთი შესაძლებლობა არც თუ ისე ხშირად გეძლევა, მაგრამ ის ფაქტი მსიამოვნებს, რომ პრინციპული მეტოქის წინააღმდეგ ვითამაშებ. თანაგუნდელებთან ერთად მოუთმენლად ველი ამ მატჩს."
""ბარსელონა-ბ" ჩემი ბევრი კარგი მეგობარი ირჯება, მაგრამ გადავწყვიტე ამ კვირას არცერთ მათგანთან არ მქონდეს კონტაქტი, ვინაიდან ამ მატჩს ძაალზედ სერიოზულად ვეკიდები. მიმაჩნია, რომ მოედანზე მეგობრები არ იქნებიან. მთავარი ამ მატჩი ჩვენი სტილის ჩვენება და გულშემატკივართა მხარდაჭერა იქნება."-განაცხადა ხესემ.
ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com
- 24 აგვისტო 2012
- 1 660
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.