კრისტიანო რონალდო:"მადრიდში ხელმეორედ დავიბადე"

კრისტიანო რონალდო ბედნიერია მადრიდში. პორტუგალიელი ვარსკვლავი ტრავმის გამო ვერ თამაშობს. მას მოუწევს სამი კვირით დასვენება.

რონალდოს პრეზენტაციაზე პერესმა განაცხადა, რომ პორტუგალიელი "რეალისთვისაა" დაბადებული. კრისტიანოს თქმით, "სამეფო კლუბში" თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში. "თავს ისე ვგრძნობ, თითქოს ხელმეორედ დავიბადე. ამით ძალიან გახარებული ვარ".

ყველაფერი თავიდან იწყება

კრისტიანო რონალდოს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება.მან ექვსი დაუვიწყარი სეზონი ჩაატარა "მანჩესტერის" შემადგენლობაში და გუნდის ლიდერიც იყო, მაგრამ ახლა პორტუგალიელი ახალ ცხოვრებას იწყებს. "მიუხედავად იმისა, რომ მოვიგე "ოქროს ბურთი", მაინც ვფიქრობ, რომ ჩემი კარიერა ახლა იწყება".

"აქ თავს უფრო თავისუფლად ვგრძნობ"

მანუელ პელეგრინისა და რონალდოს შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ. კრისტიანოც გუნდში თავს უფრო თავისუფლად გრძნობს. "აქ ძალიან ბედნიერი ვარ. პელეგრინი განსხვავდება სერ ალექს ფერგიუსონისგან. აქ უფრო თავისუფლად ვთამაშობ, ვიდრე პრემიერლიგაში" – განაცხადა რონალდომ.


ინფორმაციის წყარო: Defensacentral.com

  • faqo
  • 21 ოქტომბერი 2009
  • 3 577
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)