"მილანიდან" "რეალში" ან პირიქით

ალბათ არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ "რეალი" და "მილანი" ევროპული ფეხბურთის გრანდები არიან. მიუხედავად მათი ისტორიული დაპირისპირებებისა, მათ შორის მუდამ იყო მეგობრული ურთიერთობა. ამ სტატიაში ვისაუბრებთ იმ ფეხბურთელებზე, რომლებიც "რეალიდან" "მილანში" და პირიქით, "მილანიდან" "რეალში" გადავიდნენ.

ფაბიო კაპელო (1996) – იტალიელი მწვრთნელი, რომელმაც "მილანთან" ერთად ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა და გუნდს მოაგებინა ჩემპიონთა ლიგა (დაამარცხა "ბარსელონა" 4:0) ლორენცო სანსის დიდი მონდომების შემდეგ "რეალში" გადავიდა. იმ პერიოდში "სამეფო კლუბს" ცუდი პერიოდი ედგა. შედეგი ყველამ იცის ალბათ: კაპელოს "რეალმა" საჩემპიონო ბრძოლაში რონალდოს, ფიგუსა და გვარდიოლას "ბარსელონა" დაამარცხა.

კრისტიან პანუჩი (1997) – იტალიელი მცველი "რეალში" ფაბიო კაპელოს გამოჰყვა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში. იმავე სეზონში პანუჩიმ გაიბრწყინა და მოიგო ქვეყნის ჩემპიონატი "ბლანკოსთან" ერთად, ხოლო ერთი წლის შემდეგ ამსტერდამში ჩემპიონთა ლიგის თასი მეშვიდედ მოიგო კლუბთან ერთად.

ფერნანდო რედონდო (2000) – არგენტინელმა ნახევარმცველმა ექვსი დაუვიწყარი სეზონი გაატარა "რეალში" და გადაწყვიტა გადასულიყო "როსონერიში". იტალიურ კლუბს ეს ტრანსფერი 3 000 მლნ. პესეტი დაუჯდა. ორი წლის შემდეგ მან ფეხბურთი დატოვა მუხლის სერიოზული ტრავმის გამო. ის ხვდებოდა, რომ ისე ვეღარ თამაშობდა, როგორც ამას მადრიდულ გრანდში აკეთებდა, მაგრამ ეჭვი არავის ეპარება, რომ ის მსოფლიოში ერთ–ერთი საუკეთესო ჩამშლელი ნახევარმცველი იყო.

რონალდო (2007) – ბრაზილიელ ფორვარდს კონფლიქტი ჰქონდა "რეალის" იტალიელ მწვრთნელ ფაბიო კაპელოსთან და სკანდალურად დატოვა გუნდი მხოლოდ 5 მლნ. ევროდ. რონალდოს სერია ა–ში შესანიშნავი დასაწყისი ჰქონდა. 16 შეხვედრაში 10 გოლის გატანა მოახერხა, მაგრამ მომავალ სეზონში ძველმა მუხლის ტრავმამ შეახსენა თავი და ვეღარ განაგრძო თამაში.

ემერსონი (2007) – ფანტასტიური სეზონის შემდეგ ბრაზილიელმა ემერსონმა დატოვა "სამეფო კლუბი" და რონალდოსთან ერთად გაუდგა "მილანის" გზას. ეს ტრანსფერი იტალიელებს 4 მლნ. ევრო დაუჯდათ. ორი სეზონის შემდეგ ყველა მიხვდა, რომ ბრაზილიელი არ შეეფერებოდა "მილანს".

კაკა (2009) – ეს იყო ფლორენტინო პერესის პირველი ტრანსფერი მეორე ერაში. მან ადრიანო გალიანისთან მეგობრული ურთიერთობის ხარჯზე შეიძინა კაკა 65 მლნ. ევროდ. ბრაზილიელმა ნაწილობრივ გაამართლა გულშემატკივართა მოლოდინი.

ჰუნტელაარი (2009) – ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა დატოვა მადრიდი და "მილანში" გადავიდა 15 მლნ. ევროდ. ეს ფეხბურთელი ძალიან მოსწონდა "როსონერის" დამრიგებელ ლეონარდოს.


ინფორმაციის წყარო: Defensacentral.com

  • faqo
  • 20 ოქტომბერი 2009
  • 2 683
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)