ორი ათიანი ორი სუპერ გუნდის სათავეში
კოლექტიური თამაში
"ბარსა" - ესაა ბურთის ფლობა და ერთი შეხება მასთან, "მადრიდის რეალი" - პრესინგი და კონტრშეტევა
ტიტოს დანიშვნა და მისი ყოფნა გუნდში არის იგივე სათამაშო სტილის შენარჩუნების გარანტი, რომელიც "ბლაუგრანას" ქონდა გვარდიოლას ეპოქაში. მოურინიომ "მადრიდის რეალის" გაწვრთნას აგერ უკვე მესამე წელია , რაც ცდილობს და ეს იძლევა იმის გარანტიას, რომ "მადრიდის რეალი" გააგრძელებს ყველა თავის ტაქტიკურ კომბინაციებს, რომლებიც თითოეულ ჯერზე უფრო და უფრო დახვეწილი ხდება. "ბარსა" - ესაა ბურთის ფლობა, მეტოქის ნახევრის სრული ანექსია და მაღალი პრესინგი , რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ რაც შეიძლება მალე დაიბრუნოს ბურთი და ეს მეტოქის საჯარიმოსთან რაც შეიძლება ახლოს მოახერხოს. "მადრიდის რეალი"- ესაა ინტენსიურობა მოედნის ყველა ნაწილში, მაღალი დაცვა, ძალიან მჭიდრო ხაზი, უსწრაფესი გადასვლა დაცვიდან შეტევაში, პრესინგი მეტოსი ნახევართან ახლოს და კონტრშეტევა.
თამაში დაცვაში
"ბარსა" სერიოზულად რისკავს. "მადრიდის რეალი" ხშირად ჯდება ღრმა დაცვაში.
"მადრიდის რეალის" შემადგენლობაში შესამჩნევია პეპეს არ ყოფნა. მისი სისწრაფე, დასწრებაზე თამაშის უნარი და აგრესიულობა ყოველთვის თამაშობდა მნიშვნელოვან როლს "ბარსას" წინააღმდეგ შეხვედრაში. მისი არყოფნა სიმსუბუქეს მოგვრის მესის და მას შეეძლება პოზიციის შეცვლა, ნახევარდაცვიდნ წინ წასვლა. ალბიოლი არც ისე სწრაფია, როგორც პეპე. "ბარსა" ხშირად რისკავს ფლანგებზე, როცა ორივე მისი განაპირა მცველი ერთვება შეტევაში. მისი ფლანგები ხშირად დაუცველი რჩება.
მოედნის ცენტრი
"ბარსას" ფაბრიკა. "თეთრების" სატრანზიტო ზონა.
"ბლაუგრანა" მუდამ ცდილობს , რომ ამ ზონაში მიაღწიოს უპირატესობას. მესის შემთხვევაში ეს ოთხი ნახევარდაცვაა, რაც დააძალებს იოზილსა და დი მარიას დაეხმარონ ჩაბი ალონსოსა და ხედირას. "ბარსა" ძალიან ბევრ მოკლე გადაცემებს აკეთებს და ხშირად ათამაშებს ე.წ. "კედლებს". "მადრიდის რეალი" კი ცოცხლობს დიაგონალური გადატანებით ერთი ფლანგიდან მეორეზე და ასევე პერპენდიკულარული გადაცემებით , რომელსაც ჩაბი ალონსო აკეთებს, რომლის გავლითაც იგება მთელი "თეთრების" თამაში.
შემტევი თამაში
ძალიან გახსნილი ფლანგის ნახევარმცველები. სიღრმე და სისწრაფე.
მათ სრულიად განსხვავებული შემტევითი კონცენფცია გააჩნიათ. "ბარსა" თავის თამაშს ფლანგებზე აგებს ორი ძალიან სწრაფი და ფლანგებზე მიჯაჭვული ნახევარმცველებით , რომლებიც ამით ცდილობენ, რომ გააფართოპვონ სივრცეები ცენტრის გავლით თამაშისთვის. "მადრიდის რეალი" უფრო მეტად ცენტრალური დერეფნის გავლით უტევს. დი მარია და კრიშტიანო მოდნის სიღრმეში მოძრაობენ, თამაშობენ რა თავიანთვის საპირისპირო ფლანგებზე.
--- ენრიკე ორტეგო, Marca-ს ჟურნალისტი, კომენტატორი, ანალიტიკოსი, ბიოგრაფი
- 22 აგვისტო 2012
- 1 686
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.