პეპეს “ბარსელონასთან” თამაში საეჭვოა
“რეალის” ცენტრალური მცველი პეპე, ესპანეთის სუპერთასის პირველ შეხვედრას თავის ტრავმის გამო გამოტოვებს.
შეგახსენებთ, რომ პეპემ თავის დაზიანება პრიმერა დივიზიონის პირველი ტურის მატჩში “ვალენსიას” წინააღმდეგ მიიღო. ის ღამე პორტუგალიელმა მცველმა საავადმყოფოში გაატარა, სადაც რამდენიმე სამედიცინო ტესტი ჩაუტარდა.
“ჩვეულებრივ შემთხვევებში, ფეხბურთელი, რომელსაც თავის ტრავმა აქვს მიღებული, დაკვირვების ქვეშ 24 საათი გვყავს. პეპე საავადმყოფოში გადავიყვანეთ, სადაც მას სრული გამოკვლევა ჩაუტარდა. შემიძლია გითხრათ, რომ ყველაფერი წესრიგშია”.
“ღამე მან ჩვენი დაკვირვების ქვეშ გაატარა და ყველაფერი გეგმის მიხედვით ჩატარდა. პეპე თავს კარგად გრძნობს და ის საავადმყოფოდან გუშინ გამოწერეს”, – განაცხადა “რეალის” ექიმმა კარლოს დიესმა.
შეგახსენებთ, რომ “ბარსელონასა” და “რეალს” შორის ესპანეთის სუპერთასის პირველი მატჩი 23 აგვისტოს “ნოუ კამპზე” გაიმართება. განმეორებით შეხვედრას “სანტიაგო ბერნაბეუ” 30 აგვისტოს უმასპინძლებს.
- 20 აგვისტო 2012
- 1 902
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.