ვარჯიში დასრულებულ ფაზაშია
სულ რამდენიმე წუთის წინ, "სამეფო" კლუბის ფეხბურთელებმა დაასრულეს მოსამზადებელი ვარჯიში. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელები 23 აგვისტოს გასამართი "კლასიკოსთვის" ემზადებიან.
სესიაზე ყველა ის ფეხბურთელი იმყოფებოდა, რომელიც "ვალენსიასთან" შეხვედრაში მონაწილეობას იღებდა, გარდა პეპესა. მოგეხსენებათ, პორტუგალიელ მცველს ტრავმა აღენიშნება, თუმცა მედიკოსების თქმით საგანგაშო არაფერია.
პირველ ჯგუფში ივარჯიშეს "ღამურებთან" მატჩში მონაწილე პირებმა, კერძოდ არბელოამ, რონალდუმ, კოენტრაომ, იოზილმა, დი მარიამ, იგუაინმა, სერხიო რამოსმა, ლასა დიარამ და ჩაბი ალონსომ. ხსენებულ მოთამაშეებს კვლავინდებურად რუი ფარია უძღვებოდა წინ, ხოლო მეკარეთა 3 კაციან ჯგუფს სილვინო ლაურო თაოსნოდა.
Realmadrid.com
- 20 აგვისტო 2012
- 1 424
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.