პეპე საავადმყოფოდან გაწერეს.
მას შემდეგ, რაც პორტუგალიელმა მცველმა საავადმყოფოში მთელი წინა ღამე გაატარა, ის დღეს ხელახალი გამოკვლევის შემდეგ სახლში გაწერეს. პეპე კვლავ დარჩება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.
ექიმმა კარლოს დიასმა გუშინ განაცხადა, რომ მათ სტანდარტული პროცედურების მიხედვით იმოქმედეს. როცა ვინმე თავში დარტყმას ღებულობს და საავადმყოფოში მიდის გამოსაკვლევად , ამაზე წინასწარ გაწერილი პროცედურები არსებობს. "როგორც წესი, თავზე დარტყმის დროს, ჩვენ ფეხბურთელებს საავადმყოფოში სტანდარტულად 24 საათის მანძილზე ვამყოფებთ. ჩვენ მას ყველანაირი გამოკვლევა ჩავუტარეთ, რომელმაც აჩვენა, რომ ყველაფერი წესრიგშია და "მადრიდის რეალის" ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ მისი სახლში გაშვების გადაწყვეტილება მივიღეთ."
- 19 აგვისტო 2012
- 1 616
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.