მოდრიჩი კვლავ გაურკვეველია
ლუკა მოდრიჩის საგა ვერა და ვერ დასრულდა, უკვე თითოეულ მადრიდისტას, ისევე როგორც ლონდონელ გულშემატკივარს ყელში ამოუვიდა ამ ფეხბურთელთან დაკავშირებული ინფორმაციების გაგება...
დღეს გავრცელებული ინფორმაციით ხორვატი ფეხბურთელის შეძენით ლონდონის ჩელსიც სერიოზულად აქტიურობს და ფეხბურთელისთვის 30 მილიონი ევრო აქვს გამოყოფილი, თუ მისი ტრანსფერი "არისტოკრატებში" შედგა, ამ შემთხვევაში 30 მილიონს ერთ წელიწადში 5.5 "ლიმონიც" დაემატება, ანუ ჯამში მისი ტრანსფერი 35.5 დაჯდება.
როგორც ჩანს "ბლანკოსი" მარტო არ არის და მას დიდი კონკურენტი ჰყავს, მაგრამ თავად ლუკას ჟოზე მოურინიოსთან სურს მუშოაბა, მაგრამ ყველაფრის თავი და თავი ტოტენჰემის ხელმძღვანელობაა, რომელიც არაფრის დიდებით არ თმობს საკუთარი გუნდის სუპერ ვარსკვლავს და ლიდერს, მათთვის მოდრიჩი ყველაფერია.
სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, აქედან გამომდინარე მოდრიჩის საკითხი ძალიან მალე გადაწყდება.
- 19 აგვისტო 2012
- 1 924
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.