მოურინიოს მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
”თეთრებს” ბევრჯერ შეეძლოთ გოლის გატანა, მაგრამ ლოგიკურ დასასრულამდე მათ მომენტები ვერ მიიყვანეს: ”მათი მეკარე საუკეთესო იყო. მან ძალიან კარგი და გამაოგნებელი ბურთები მოიგერია. ალბათ ცოტა უკეთ რომ გვეთამაშა, ისე , როგორც მეორე ნახევარში ვითამაშეთ, უფრო მეტი შესაძლებლობები გვექნებოდა. ფეხბურთი ”ალბათს” არ ითვალისწინებს. ჩვენ ფრედ დავასრულეთ შეხვედრა და ეს ორივე გუნდისთვის თითო ქულას ნიშნავს. მოგებისთვის საკმარისად გავისარჯეთ, მაგრამ უკეთესად უნდა ვითამაშოთ მომავალში და რაც მთავარია, ჩვენ ეს შეგვიძლია”-ირწმუნებოდა ”თეთრების” მწვრთნელი.
”ლასი წინასასეზონო მომზადებისას კარგად გამოიყურებოდა. ის 15 დღით უფრო მეტხანს ვარჯიშობდა სხვებზე და მას არ უთამაშია ამ კვირას თავის ეროვნულ ნაკრებში. ხედირამ ითამაშა ოთხშაბათს და ის გადაიტვირთა და მძიმედ გამოიყურებოდა, ვინაიდან მისი გუნდი 10 კაცით თამაშობდა ნახევარი შეხვედრის მანძილზე. მე მომეწონა მისი თამაში გერმანიის ეროვნულ ნაკრებში. შეცვლება ვერ ვიტყვი, რომ არ გაამართლა, ვინაიდან გუნდი ბოლო წუთებზე აშკარად უკეთესად გამოიყურებოდა.”
მოურინიომ ახსნა დი მარიას ცვლილება, რომელმაც პირველმა დატოვა მოედანი: ”დიახ, ის ცოტათი დაღლილია. წინა ოთხშაბათს მან ფანტასტიკურად ითამაშა, ძალიან ბევრი ირბინა და ამ ეტაპზე ასეთი დატვირთვა ფეხბურთელისთვის ძალიან რთული ასატანია. მათთვის ეს უფრო ადვილი უკვე ნოემბერში იქნება.” პეპესთან დაკავშირებით მან განაცხადა: ”მომიწევს ნერვიულობა, თუ ისე ვერ გამოჯანმრთელდება. ესპანეთის სუპერ თასი კარს მოგვადგა, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ ერთი შეხვედრაა, მეტი არაფერი. მე თვითონ ადამიანზე ვღელავ.”
- 19 აგვისტო 2012
- 2 256
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.