რეტრო. "რეალ მადრიდი" - "ვალენსია" 2002/03
2002/03 წლის სეზონი 16-ე ტური "ლა ლიგა" .
5 იანვარი 2003 წლისა . (მადრიდი) "სანტიაგო ბერნაბეუ".
"რეალ მადრიდი"-"ვალენსია" 4:1
გოლები: 1:0 რონალდო (36) , 1:1 აიალა (54), 2:1 , ზიდანი (68) , 3:1 , გუტი (86) , 4:1 , პორტილიო (93)
მადრიდის "რეალი" : კასილიასი , სალგადო , იერო, ელგუერა , რობერტო კარლოსი , ფლავიო , მაკელელე (კამბიასო,87),ფიგუ ,რაული (პორტილიო, 90), ზიდანი, რონალდო (გუტი , 79)
"ვალენსია" : პალოპი , ტორესი , აიალა , პელეგრინო , კარბონი (მისტა , 71) , რუფეტე (მარჩენა , 75) , ალბელდა ( ხუან სანჩესი ,82) , ბარახა , ფაბიო აურელიო , აიმარი , კარიო.
კომენტატორი : ვასილი უტკინი
რონალდო - ლიდერი გასახდელში
" სავსებით ნათელია , რომ რონალდო ლიდერია გასახდელში" . განაცხადა ბრაზილიერზე ხორხე ვალდანომ.
ღამურებთან მატჩის მიმდინარეობისას , რონალდოს ჯესტმა სტადიონზე შეკრებილი პუბლიკა ააღელვა . მიმდინარეობდა 35-ე წუთი მატჩისა , როდესაც რონალდომ გადაცემა მიიღო ზიდანისგან , ჩამოიტოვა პელეგრინი ზურგს უკან და აიღო პალოპის კარები . გატანილი გოლის აღსანიშნავად კი ის გაიქცა სათადარიგო სკამისკემ , ვერც ერთა "ბლანკოსის" ფეხბურთელმა ვერ შეძლო მისი შეჩერება.
ფორვარდმა მიირბინა დელ ბოსკესთან და გადაეხვია მას . მწვრთნელის დედა , მარია დელ კარმენ გონსალესი , გარდაიცვალა ხუთშაბათს გამთენიისას , 5-ში კი ის დაკრძალეს სალამანკაში . რონალდოს ჟესტმა , როგორც დელ ბოსკე ასევე პუბლიკაც ძალიან ააღელვა , მოედანზე კი გაისმა დიდი ოვაციები ბრაზილიერის მიმართ . მატჩის წინ ხორხე ვალდანომ განაცხადა რონალდოს წასვლის შესახებ სეზონის მიწურულს , რომ ეს მხოლოდ ჭორები იყო .
"გოლის გატანის თანავე , პირველი რაც კი თავში მომივდა ეს იყო მისტერი , მან გადაიტანა დიდი დანაკარგი , დაკარგა რა დედა და მატჩის წინ მოწყენილი ჩანდა . დელ ბოსკე ძალიან კარგი პიროვნებაა და მისი დედაც ასევე ძალიან კარგი ადამიანი უნდა ყოფილიყო , ასე რომ მე მიუძღვენი მას ჩემს მიერ გატანილი გოლი . ასე გამომივიდა ეს ყოველივე" . განაცხადა ბრაზილიერმა ფენომენმა, რონალდომ.
- 18 აგვისტო 2012
- 1 929
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.