5 მიზეზი რის გამოც მადრიდის "რეალი" "ლა ლიგას" ტიტულს დაიცავს
ინტერნეტ გამოცემა Goal.com საკმაოდ საინტერესო სტატია შემოგვთავაზა მადრიდის "რეალზე". სტატიაში საუბარია 5 მიზეზზე, რის გამოც "ბლანკოსი" ტიტულს დაიცავს.
ყველა მოთამაშე ჯანმრთელია
მადრიდის "რეალი" პირველ შეხვედრას პრობლემების გარეშე ხვდება. შესანიშნავ ფორმაში არიან დი მარია, იოზილი და რონალდუ, რომლებიც გაორმაგებული ძალებით შეუტევენ და შეეცდებიან ითამაშონ უფრო სწრაფი და შედეგიანი ფეხბურთი. გარდა ამისა სრულ მზადყოფნაშია კოენტრაო, რომელმაც აღიდგინა გულშემატკივრების და მწვრთნელის ნდობა. (შეგახსენებთ, რომ კოენტრაო სკანდალში გაეხვა. ჟურნალისტებმა იგი მოწევის დროს დააფიქსირეს) ახლა ფაბიო კიდევ უფრო დიდ კონკურენციას გაუწევს მარსელოს, რომელიც გუნდის ძირითადი მოთამაშეა.
იმ დროს, როდესაც "ბარსელონა" დიდწილად დამოკიდებულია ხავის, ინიესტას და მესის კარგ თამაშზე, "სანტიაგო ბერნაბეუზე" არსებობს ერთი ლიდერი-კრიშტიანუ რონალდუ, რომლის უკან დგას 20 ფეხბურთელი, თითეული მათგანი მზადაა ყველაფერი გაიღოს გამარჯვებისთვის, რომ არა ისინი გასულ სეზონში "ლა ლიგას" ტიტულის მოგება შეუძლებელი იქნებოდა.
კლუბში ყველას საერთო მიზანი აქვს
როდესაც გუნდში ჟოზე მოურინიო მოვიდა ყველას ეგონა, რომ იგი ქარიშხალივით გადაუვლიდა ყველაფერს, თუმცა, ორი ტიტულის (სამეფო თასი და ლა ლიგა) მოგების შემდეგ, გასაგები გახდა, რომ მოურინიომ გუნდს სტაბილურობა დაუბრუნა, რომელიც გუნდს დავიწყებული ჰქონდა.
პორტუგალიელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით, რომელმაც კლუბთან კონტრაქტი 2016 წლამდე გაახანგრძლივა, ახალგაზრდა, შრომისმოყვარე და კლუბის ერთგული ახალგაზრდა ფეხბურთელები ვარჯიშობენ. გარდა ამისა უნდა ავღნიშნოთ, რომ "რეალმა" დაარღვია ჩემპიონთა ლიგაზე 1/8 ბარიერი, რომელიც უკვე დიდი ხანია თითქოსდა კედელი იყო "ბლანკოსისათვის".
ევროპას ისევ შიში და პატივისცემა დაუბრუნდა მადრიდს "რეალის" და ეს აშკარაა ყველასთვის. ფლორენტინო პერესმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება, როდესაც მწვრთნელს გუნდის სრული კონტროლის საშვალება მისცა.
ფსიქოლოგიური ბარიერი დაძლეულია
"ბარსელონა" მიიჩნეოდა დაუმარცხებელ კლუბად, თუმცა თეთრებმა დაამტკიცეს, რომ ეს ასე არ იყო. ყოველ ჯერზე, როცა ერთმანეთს "რეალი" და "ბარსა" ხვდებოდა, გამარჯვებული კატალონიური კლუბი გამოდიოდა, მაგრამ ფეხბურთში, როგორც ცნობილია ის იმარჯვებს, რომელმაც ბევრი გამოსცადა და თავის თავზე იმუშავა მრავალი წლის განმავლობაში. პირველ სეზონში თეთრებმა კოპა დელ რეის ფინალში შეძლეს კატალონიელების დამარცხება და ამით საკუთარი თავის რწმენა დაიბრუნეს. შემდეგ სეზონში კი მადრიდელებმა დაამხვეს "ბარსელონას" ჰეგემონია და ლა ლიგას ტიტულს დაეუფლენ. "ბარსელონა" ტახტიდან გასულ სეზონში, "ნოუ კამპზე" გამარჯვებით "სამეფო კლუბმა" ჩამოაგდო. კრიშტიანუ რონალდუმ კატალონიელ ქომაგებს აიძულა გაჩუმებულიყვნენ და "სამეფო კლუბის" ზეიმისთვის ეცქირათ. ფსიქოლოგიური ბარიერი გადალახულია.
ვითარება რადიკალურად შეიცვალა, ახლა "ბლანკოსის" ფეხბურთელებს კატალონიელების არ ეშინიათ, რაც ფსიქოლოგიურად დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია.
წარმოუდგენლად ძლიერი თავდასხმა
121 გოლი ლა ლიგას გასულ სეზონში ყველაზე ნატელი მაგალითია თუ რას წარმოადგენს "რეალის" თავდასხმა. მოურინიოს წლების განმავლობაში დაცვითი ფეხბურთის მოთამაშე მწვრთნელად მიიჩნევდნენ, მაგრამ მისი მადრიდში მოსვლის დღიდან ეს ნიშანი თანდათან გაქრა.
"რეალის" ძირითადი გოლეადორები რონალდუ, ბენზემა და იგუანი არიან. გასულ წელს ამ სამეულმა ჩემპიონატში 89 გოლი გაიტანა. პრიმერას 18 გუნდმა უფრო ცოტა გაიტანა, ვიდრე ამ ტრიომ. თუ ისინი შეძლებენ ამ ტემიპის სენარჩუნებას, მათი შეჩერება შეუძლებელი იქნება.
ვილანოვა – ეს არ არის გვარდიოლ
გვარდიოლა გასული სეზონის მიწურულს გუნდიდან გაიქცა. იგი ტიტო ვილანოვამ ჩაანაცვლა. ვილანოვა – ეს არ არის გვარდიოლა და ის ვერასოდეს გახდება. "ნოუ კამპი" განვლილი გამარჯვებებით ტკბება, როცა "ბერნაბეუს" პუბლიკა ახალი გამარჯვებების მოლოდინშია.
- 17 აგვისტო 2012
- 3 462
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.