ხელმძღვანელობა: "კაკა 20 მილიონზე ნაკლებად არ გაიყიდება"
მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობამ უკვე ძალიან ბევრჯერ და ახლა უკვე საბოლოოდ გამოაცხადა, რომ რიკარდო კაკა 20 მილიონ ევროზე ნაკლებად არცერთ შემთხვევაში არ გაიყიდება...
ბრაზილიელი ფეხბურთელის შეძენით იტალიური მილანი გახლავთ დაინტერესებული, მაგრამ როსონერის ხელმძღვანელობას ფეხბურთელის ხელში ჩაგდება მაქსიმუმ 15 მილიონად სურთ, რაც 50 მილიონით ნაკლებია იმ ფასზე, რომელიც ფლორენტინო პერესმა "მილანს" რამდენიმე წლის წინ გადაუხადა, ფეხბურთელის ფასის ასეთი მკვეთრი ვარდნა ნამდვილად წარმოუდგენელია.
დედაქალაქელები აღშფოთებას ვერ მალავენ იტალიელთა შემოთავაზებების განხილვით, ბოლოსდაბოლოს საქმე რიკარდო კაკას ეხება, რომელიც "უფორმობის" მიუხედავად, მაინც მსოფლიო ვარსკვლავად ითვლება.
მადრიდელები ასევე კარგად აცნობიერებენ, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ძალიან ცოტა დროა დარჩენილი, ჟოზე მოურინიო კი რიკის სასტარტოს ფეხბურთელად არ განიხილავს, ამიტომ მისი გაშვება კლუბის ბიუჯეტისთვის სარფიანი უნდა იყოს.
- 17 აგვისტო 2012
- 1 415
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.