კარლოს ალონსო "სანტილიანა"
სურათზე : სანტილიანა იტანს გოლს "ატლეტიკოს" კარში. ის იყო ერთ-ერთი საუკეთესო მეგოლე დერბის ისტორიაში ,"ლა ლიგის" 27 დერბიში მან 13-ჯერ შეძლო მადრიდელების კარის აღება.
ილაპარაკო კარლოს ალონსო გონსალესზე ( ზუსტად ასე ქვია მას ) , ნიშნავს ილაპარაკო ერთ-ერთ მთავარ ცოცხალ ლეგენდაზე სამეფო კლუბის ისტორიაში : 17 სეზონი , 643 ოფიციალური მატჩი , 290 გატანილი გოლი და 56-ი გამართული მატჩი ნაკრებში .
"სანტადერინო , გოლეადორი , 19 წლის ასაკში და სავსე ამბიციებით" 10 აგვისტოს 1971 წლისა AS-ი ასეთ ანონს უკეთებდა კარლოს ალონსო "სანტილიანას" გათეთრებას , მომავალში კი გახდა ცნობილი როგორც " საუკეთესო თავი ევროპისა" . ეს მეტსახელი მას გადაულოცა სარიმ , 50-იან წლების ლეგენდარულმა ბომბარდირმა. კარლოსი პროვინციიდან , ქალაქ სანტილიანა-დელ -მარიდან გახდა ერთ-ერთი საუკეთესო თავმდამსხმელი "რეალ მადრიდის" ისტორიაში 70-80 -იან წლებში, მან თავისი გოლების უმეტესობა თაური დარტყმით გაიტანა. " მე დაბადებული ვარ ცენტრალურ თავდამსხმელად და არა ნახევარმცველად" - ცდილობდა აეხსნა მას კლუბში მოსვლისას, რათა დაემკვიდრებინა "წმინდა" თავდამსხმელის ადგილი იმ დროინდელ "ბლანკოსში" .
ახლა კი გავესაუბრებით , კარლოს ალონსო სანტილიანას , რათა გავიგოთ , თუ ვინ იყო ეს ბიჭი , რომელიც გადმოვიდა დედაქალაქში 18 წლის ასაკში , იმისათვის რომ მოერგო თეთრი ფორმა . " ჩემი თანამემამულეები ამბობენ , რომ სანტილიანა-დელ-მარი -არის ქალაქი , რომლის სახელში სამმაგი ტყუილია. ის არ არის წმინდა ( "სანტო" - ესპ. "წმინდანი") , ის არ არის გლუვი ("ლიანა" - ესპ "გლუვი" ) და არ გადის ზღვაზე ("მარ" - ესპ "ზღვა") . სამაგიეროდ ის არის შესანიშნავად შენარჩუნებული შუა საუკუნეების ქალაქი და ყველაზე ლამაზია ესპანეთში ".
იმის გამო , რომ ესპანეთში უამრავი ფეხბურთელის გვარი იყო ალონსო და გონსალესი კარლოსი გახდა ცნობილი ,როგორც სანტილიანა : " ეს ზედმეტ-სახელი მე მივიღე, როდესაც ბერედის "სატელიტში" ვთამაშობდი . მწვრთნელი აგუსტინ კუეტარა ფეხბურთელებს მოგვმართავდა ჩვენი ქალაქების სახელიბით , სადაც ჩვენ ვიყავით დაბადებულნი , ასეთი ხერხით მას უადვილდებოდა ჩვენი გარჩევა. " უყურე ის სანტილიანიდან არის " - იძახდა მწვრთნელი . ეს კი მე ვიყავი ... შემდეგ კი განაგრძობდნენ ზედმეტსახელით მომართვას "რაიო კანტაბრიაშიც" და "რასიგნშიც" , მე კი ეს ყოველივე მსიამოვნდებდა, რადგან ბოლოს და ბოლოს ეს ჩემი ქალაქის სახელი იყო .
თუმცაღა კარლოს შეეძლო გვარის შეცვლა , საერთოდაც მას ფეხბურთის თამაში შეიძლება არც კი დაეწყო . ჩვენი გმირი , სანამ ფეხბურთელი გახდებოდა , იყო მორჩილი და დამხმარე ლა კოლეხიატას ეკლესიაში , სადაც კვირაში 2 პესოს უხდიდნენ. შემდეგ მსახურობდა ფრანცისკანულ მონასტერში , სადაც პაპის ნებართვით ატარებდა გაკვეთილებს ბავშვებისთვის . " ეს წმინდა მოგონებებია . მონასტერში ძალიან გაუხარდათ, როდესაც ჩემი წარმატების ამბავი გაიგეს ფეხბურთში . თუმცაღა სიმართლე , რომ ვთქვამ მე 12 წელი მარწმუნებდნენ იმაში , რომ უნდა გავმხდარიყავი მისიონერი ფილიპინებზე " .
ახლა კი გავიგოთ თუ როგორი იყო 1971 წლის 10 აგვისტო სანტილიანასთვის, უშუალოდ მოთამაშისგან:
"ჩემი პრეზენტაცია შედგა 2 აგვისტოს საღამოს 7 საათზე . თუმცაღა ჩემ მეხსიერებაში იმ მომენტი უფრო შემორჩა , როდესაც ჩვენ პირველად მოვხდით "სანტიაგო ბერნაბეუზე" , აგილართან და კორალემთან ერთად , იმიტომ რომ ჩვენ 3-ი ერთად გვიყიდეს "რასინგიდან" . თავიდან მოედანი გვანახეს , შემდეგ დარბაზი სადაც "ბლანკოსის" მოპოვებული თასები ინახებოდა , შემდეგ ოფისი რადგან ხელი მოგვეწერა კონტრაქტისთვის. ის, რომ მე სამეფო კლუბმა შემიძინა გავიგე ჩემი მწვრთნელისგან ფერნანდეშ დე მორისგან. მან დამირეკა და მითხრა:
" მისმინე , კარლოს , შენ "რეალ მადრიდმა" გიყიდა. მახსოვს მაშინ გამოცდებს ვაბარებდი და ეს ამბავი ჩემთვის შოკი იყო. რადგან ჩემთან არავის უსაბრია ამ ტრანსფერის შესახებ . იმ დროისთვის ჩემი მიღწევა იყო მხოლოდ და მხოლოდ სეგუნდას ბომბარდირობა რომელიც კუესტაოსთან გავიყავი , გაზეთში ერთხელ წავიკითხე , რომ ჩემით "ესპანიოლი" იყო დაინტერესებული , თუმცაღა მოვლენების ასეთ გავნითარებაზე არც კი მიფიქრია ... ყველაფერი ნათლად მახსოვს , სასტუმროს ოთახში ვიმყოფებოდი , ვსწავლობდი , როდესაც შემოვიდა სასტუმროს მფლობელი ქალი და მითხრა : "ტელეფონზე გთხოვენ" ყურმილის მეორე მხარეს კი დე მორა იმყოფებოდა".
მაშინ სულ სხვა ფეხბურთი იყო . სრულიად სხვა , ვიდრე დღევანდელია . იმ დროს ფეხბურთელები არ იყვნენ თავისი ბედ-იღბალის გამგებლებნი . " ფეხბურთელს არ ქონდა ხმის მიცემის უფლება. შემდგომში ეს ყოველივე შეიცვალა , 80-იანი წლების გაფიცვების შემდეგ, ეს ყოველივე კი ემსახურებოდა თავისუფალ არჩევანს ფეხბურთელისა , რათა მას შეძლებოდა იმ გუნდში გადასვლა სადაც მას სურდა, როგორც დღესაა".
"ჩემთვის ეს იყო მოვლენა ! მხოლოდ 18 წლის ვიყავი . პირველად როდესაც მოვხვდი "რეალის" სავარჯიშო ბაზაზე , ანტონიო კალდერონმა , წარმადგინა ყველასთან სათითაოდ . წარმოიდგინეთ , როგორი ამაღელვებელი მომენტია , როდესაც იცნობ და ხელს ართმევ : ამანსიოს , ველასკესს და სოკოს. მე ვიყავი ძალიან დაბნეული . მითხრეს , რომ : "ეს შენი ადგილია და შენი გარდირობი" . მარჯვნივ ამანსიოსგან და მარცხნივ ველასკესისგან! ვერაფერს იტყვი ! ეს უბრალოდ გასაოცარია!. პირველი ვინც შეეცადა ჩემს დახმარებას ეს იყო სოკო ,მან მითხრა : "რა ხდება შენს თავს სანტი? " ამის შემდგომ ის სულ ასე მეკითხებოდა . მე არც ისე ცოტა დრო დამჭირდა რათა წარმომეჩინა ჩემი თავი და იძულებული გამეხადა თანაგუნდელები , რომ დავეფასებინეთ , იმიტომ რომ იმ დროისთვის მე უბრალოდ პატარა ბიჭი ვიყავი პროვინციიდან". ხშირ შემთხვევაში ასეთი პატარა ბიჭები დაცინვის ობიექტები ხდებიან გასახდელში, გახსოვთ მსგავსი რამ თქვენ კარლოს ? " არ მახსენდება არავითარი დაცივნის ფაქტები ახალწვეულებზე, თუმცაღა გასახდელში სრული იერარქია სუფევდა . არა ისე როგორც დღეს არის , როდესაც ყველა თანაბარია , მაშინ სრული ძალაუფლება კაპიტნის ხელთ იყო , თუ ამანსიო იტყოდა : " დღეს საგამოს ჩვენ მივდივართ ლუდის ბარში" ყველა იქ მივდიოდით, დაქორწინებულნი , მარტოხელები და პატარა ბიჭები".
ადვილად წარმოსადგენია , თუ როგორ უჭირდა მას დედაქალაქში ცხორება , რომელიც ასე განსხვავდებოდა მისი მშობლიური ქალაქის სანტილიანა-დელ-მარისგან , რომელშიც საფეხბურთო მოედანიც კი არა იყო და ბავშვებს ფეხბურთის სათამაშოდ 14 კმ-ის გავლა უწევდათ !
"ხელმძღვანელობამ მომიძებნა ადგილი მადრიდის სასტუმრო სანტა-იზაბელში , რომელშიც ასევე ბევრი ფეხბურთელი ცხოვრობდა , მათ რიცხვში ასევე იყვნენ ფეხბურთელები კანტერადან. კორალი , რომელიც გუნდში ჩემთან ერთად მოვიდა იყო ნათესავი სასტუმროს მფლობელის , ხოლო სასტუმრო კი ძალიან ახლოს იყო ჩვენ ბაზასთან . იქ გატარებული დრო ჩემთვის ძალიან ძვირფასი და კარგი მოგონებებით სავსეა.
სანტილიანა "ბლანკოსში" ძალიან გაიზარდა ,როგორც ფეხბურთელი . ასე ხდება როდესაც ახალგაზრდა ფეხბურთელი ხვდება ასეთ დიდ გუნდში და კოლექტივს ერგება . კარლოსი განსაკუთრებულად ადვილად უგებდა ჰენტოს , რომელიც სანტიაგო ბერნაბეუს არწმუნებდა რომ მას აუცილებლად უნდა ეყიდა სანტილიანა .საინტერესოა მაინც სად ისწავლა კარლოსმა თავით ასე კარგად თამაში ? " ბავშობაში ნამდვილად არა. მაშინ ჩვენ 4 ქვას ვდებდით და ვთამაშობდით ქუჩაში . მე არ მითამაშია ნამდვილ მოედანზე 14 წლამდე . იმ დროს მე უკვე ბარედეში ვთამაშობდი და ნამდვილად არ გამოვირჩეოდი თავით თამაშით. ჩემს ოჯახში არავინ იყო ფეხბურთელი . თუმცაღა ეს ჩემში გამოვლინდა , როგორც დაბედიდან მოყოლებული ნიჭი. ფეხბურთის თამაში კი დავიწყე მოედნის ცენტრალურ ზონაში . ვთამაშობდი "რვიანს" და სხვათაშორის პირველად მაშინ გამომიძახეს სანტამარიას ნაკრებში , ჩემი დებიუტი შედგა პარიჟში ,საფრანგეთის ("რვიანის" )ნაკრების წინაამღდეგ. მაშინ დავიწყე ჩემში ცენტრალური ფორვარდის თვისებების განვითარება . ამის შემდგომ კი გადავედი 'რასინგში" . იქ აგილართან ერთად ვთამაშობდი და ვალდებული ვიყავი გამომეყენებინა თითოეული შესაძლებლობა .ჩვენმა მწვრთნელმა დე მორამ , მთელი დღე დაუთმო იმის ჩვენებას თუ როგორ უნდა გადამექცია აგილარის ფლანგიდან ჩამოწოდებული ბურთი გოლად , მახსოვს მან დიდი დრო დამითმო , რათა ჩემთვის ეჩვენებინა თუ როგორ უნდა ემოქმედა ცენტრალურ თავმდამსხმელს".
70-ან წლებში გუნდში ძალიან ბევრი ფეხბურთელი ირიცხებოდა და ძირითადად შემადგენლობა გადატვირთული იყო , გუნდიდან მიდიოდნენ მოთამაშეები , ასევე უშვებდნენ არენდით ... სეზონის დასაწყისში კი ამხანაგურ მატჩებში ახალგაზრდა ფეხბურთელებს ეცემოდათ შანსი თავის გამოსაჩენად. : " მე გამიმართლა , გუნდში მოვედი ზუსტად იმ დროს როდესაც უკვე ცენტრალური ფორვარდის ადგილი თავისუფალი იყო . გროსო უკვე ასაკში იყო და მისი საუკეთესო წლები წარსულს ჩაბარდა. გუნდი კი უფროვარდოდ თამაშობდა ამანსიო ფლანგიდან , პირი უფრო სიღმიდან და აი გუნდში მოვედი მე . იყვნენ მოთამაშეები , რომელთაც ნამდვილად შეეძლოთ ფორვარდის პოზიციაზე თამაში , მაგრამ მიგელ მუნიოსმა , ჩვენმა მწვრთნელმა ჩემი მოსვლის თანავე მომცა შანსი თავის გამოჩენისა და დამაყენა ძირითადში . დიახ მე გამიმართლა! ".
ბევრს ნამდვილად არ გამართლებია ასე მითუმეთეს არ მიუღიათ საოცნებო "9" ნომრიანი მაისური: " 19 წლის ასაკში შედგა ჩემი დებიუტი , აგვისტოში , საფრანგეთის კლუბის წინაამღდეგ, შემდეგ კი ჩვენ გავემგზავრეთ საზაფხულო ტურნირზე მონაწილეობის მისაღებად და მე გავხდი ძირითადის მოთამაშე. გროსომ , რომელსაც 9 ნომრიანი მაისური ეცვა , აირჩია 8 თუ 6 ნომერი მე კი 9 ნომრიანი მაისური მერგო წილად . გროსომდე კი ამ ნომრით ბრწყინვალე დი სტეფანო გამოდიოდა. როდესაც მე ეს ნომერი მერგო ცოტა არ იყოს შემეშინდა... მახსოვს , ამანსიომ და პირიმ მითხრეს: " ყმაწვილო, არ დაეცე სულით , შენ მიიღე დი სტეფანოს ცხრიანი!". და იცით მე ეს დამეხმარა , რომ გადამელახა წნეხი (იცინის) . შემდეგ უკვე გავატარე 17 დაუვიწყარი წელი მადრიდში , 14 -ში აქედან ძირითადის ფეხბურთელი ვიყავი , ხოლო დანარჩენ 3-ში უგო სანჩესის შემცვლელი . ეს უკანასკნელი წლებიც კი ჩემთვის საოცარი იყო და მე ეს მივიღე . თუმცაღა თავიდან იყო ბუტრაგენიო . დი სტეფანო ენდობოდა "ბუტრეს ხუთეულს" , იყო უკმაყოფილებაც გულშემატკივრებში ,არ დაიჯეროთ რომ მათ ბეზრდებათ ერთდაიგივე ფეხბურთელის ყურება 14 წლის მანძილზე , თუმცაღა ჩვენ ვიყავით ერთი გუნდი ,შეკრული და თავსებადი ხუთეულთან , ჩვენ ერთად 5 წელი ვთამაშობდით , მოგვიანებით კი მოვიდა უგო , ახალგაზრდა , უნიჭიერესი და ძალიან ამბიციური . ამ დროს მე უკვე ასაკში ვიყავი და ვიცოდი რომ ჩემი დრო წარსულს ბარდებოდა, თუმცაღა ყოველთვის მზად ვიყავი გუნდის დასახმარებლად სკამიდან , მაგალითად ისე როგორც ეს მოხდა "ბორუსიასთან" , "ინტერთან" და "დერბი ქაუნთთან" , როდესაც მე გავიტანე გადამწვეტი გოლები. ჩვენ მივიწევდით წინ , ვიგებდით ტურნირებს და ეს ყოველივე მე მმატებდა მოტივაციას იმისა , რომ დავრჩენილიყავი გუნდში , თუმცაღა მე ვიცოდი ,რომ შემდეგ თამასში შეიძლება არ მღირსებოდა მოედანზე გასვლა , თუნდაც გიჯივითაც, რომ მევარჯიშა".
ნამდვილად არ გვეყოფა დრო და ადგილიც , რომ მოგიყვეთ ყველაფერზე რაც სანტილიანას გაუკეთებია კლუბისათვის ამ 17 წლის მანძილზე ...! ამ სტატიაში კი გვინდა გიამბოთ მის პირველ დღეებზე სამეფო კლუბში . ვინ იყო მისი საუკეთესო მეგობარი კლუბში და ვის დაუმეგობრდა ის კლუბში მოსვლის ჟამს პირველად ? " მე მყავდა უამრავი მეგობარი ამ 17 წლის მანძილზე . თუმცაღა სჯობს პირველ მეგობრებზე ვისაუბროთ , როდესაც ჩვენ მოვედით კლუბში , ჩვენ გვქონდა კარგი ურთიერთობა დაუოჯახებელ ფეხბურთელებთან: ვერდუსთან , რაფასთან და არგენტინელ ედუარდოსთან. ერთად დავდიოდით ახალგაზრდულ დისკოტეკებზე , ისეთ ლეგენდარულებში , როგორებიც არიან «Cerebro», «Novísimo», «Sunset», «New Sunset». ბიჭები მადრიდიდან , გოგოებში დიდი პოპულარუობით ვსარგებლობდით (იცინის) . ჩვენ ვიყავით ისე თუ ასე მდიდრები და ცნობილები. ბევრი რამ შეიცვალა მას შემდგომ".
სანტილიანა მიხვდა , რომ მან უდიდეს წარმატებას მიაღწია . მან მიიღო ძირითადში ადგილი ისეთ კლუბში როგორიც იყო "რეალ მადრიდი" , ფაქტობრივად გადმოსვლის თანავე მიიღო 9 ნომრიანი მაისური , იქნა აღიარებული მადრიდული პუბლიკის მიერ ... რაც შეეხება ფულს ? "500 000 მივიღე პირველ წელს გადმოსვლის თანავე , შემდგომ კი 27 000 პესოს ვიღებდი თვეში" თუმცაღა დაქორწინებულები უფრო მეტს ღებულობდნენ (იცინის) . ერთხელ მოვიდა დონ სანტიაგო ბერნაბეუ და მმართველს მიუთითა ჩემზე და კითხა : " დონ ანტონიო , რამდენს იღებს ეს ყმაწვილი ? რადგან ის ცოტას ფულს გამოიმუშავს და აწი თქვენ იცით როგორც უდნა მოიქცეთ ". მე ვიყავი გაოგნებული . " ჩემს თავს ვუთხარი ,პრეზიდენტი მომექცა ასე ჩემს პირველივე წელს გუნდში ყოფნისას. წარმოუდგენელია!" და მე გამიორმაგეს ხელფასი. ასე რომ პირველ წელს მე მილიონი პესო გამოვიმუშავე".
" დონ სანტიაგოსთან ყოველთვის გამორჩეული ურთიერთობა მქონდა. ყოველთვის , როცა ჩვენ ერთმანეთს ვხედავდით ის სამ რამეს მეუბნებოდა. პირველს ჩემს თავზე , მეორეს ჩემს ოჯახზე , ხოლო მესამეზე ის ხდებოდა ძალიან სერიოზული და მეუბნებოდა: "უნდა იყო უფრო თამაში კარლოს უფრო თამამი!" . არ ვიცი რატომ მეუბნებოდა დონ სანტიაგო ამას , შეიძლება მე გამოვიყურებოდი ,როგორც გულუბრყვილო პატარა ბიჭი , რომელიც მის წინ იდგა თავდახრილი და იყო უბრალოდ ბედნიერი ,რომ შეეძლო მასთან ლაპარაკი. ის ჩემგან თმების შეჭრასაც არ ითხოვდა , როცა სხვა ფეხბურთელებს ამას თხოვდა , თუმცაღა ერთხელ მკითხა: " მისმინე ,კარლოს , როცა თმები სახეზე გეფარება ეს ხელს არ გიშლის ბურთის ხედვაში ? ". მე კი სიცილით ვპასუხობდი : " სიმართლე , რომ გითხრათ არა , დონ სანტიაგო" სიმართლე , გითხრათ არა ". თმებ შეჭრილი ბავშვივით გამოვიყურებოდი და ამიტომ თავს ვიცავდი ".
ფაქტია , რომ დონ სანტიაგო ბერნაბეუ მასში ყოველთვის ხედავდა დიდებულ ფეხბურთელს .
UEFA Cup: 1984–85, 1985–86
Spanish League: 1971–72, 1974–75, 1975–76, 1977–78, 1978–79, 1979–80, 1985–86, 1986–87, 1987–88
Spanish Cup: 1973–74, 1974–75, 1979–80, 1981–82
Spanish League Cup: 1984–85
UEFA European Football Championship: Runner-up 1984
ავტორი: მარკო რუისი , AS
თარგმანი: irakli.g
- 17 აგვისტო 2012
- 1 887
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.