”სანტიაგო ბერნაბეუ” ჩემპიონების დასახვედრად ემზადება.
”სანტიაგო ბერნაბეუ” ჩემპიონების დასახვედრად მოსამზადებელ ეტაპს გადის. გულშემატკივრები ზუსტად სამი თვის, 99 დღის განმავლობაში ელოდნენ ამ დღეს. ისინი ელოდნენ დღეს, როცა ხელახლა ნახავდნენ იმ გუნდის თამაშს, რომელმაც ჩემპიონატი სარეკორდო 100 ქულითა და 121 გატანილი გოლით მოიგო. მას შემდეგ, რაც ბილეთების გაყიდვა დაიწყო, პირველ დღეებში სალაროებიდან მაშინვე გაქრა 10 000 ბილეთი. ამჟამად პრაქტიკულად ყველა ბილეთი გაყიდულია. ეს იქნება პირველი შემთხვევა ჟოზე მოურინოოს სამწლიანი მოღვაწეობის პერიოდიდან, როცა მისი გუნდი პირველ ტურში საკუთარ მოედანზე ითამაშებს და სეზონს ”ბერნაბეუზე” დაიწყებს.
- 16 აგვისტო 2012
- 1 443
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.