ტოტენჰემის დანაკარგი - რეალის შენაძენია
ერთი კაცის დანაკარგი, მეორეს შენაძენია. უკვე დიდი ხანია, რაც ანდრე ვილაშ-ბოაში ცხოვრობს ჟოზე მოურინიოს ჩრდილის ქვეშ. მათი გზები არაერთხელ გადაიკვეთა, ამჯერად ისინი საზაფხულო "ბაზარზე" შეხვდნენ ერთმანეთს, სადაც სავაჭრო "პროდუქტი" ლუკა მოდრიჩი იყო.
ხორვატმა ნახევამრცველმა ბარგი ჩაალაგა და ლონდონიდან მადრიდში გაფრინდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ანდრე კიდევ ერთხელ დამარცხდა თავის ტიტულოვან თანამემამულესთან, ჟოზე კი როგორც ყოველთვის გამარჯვებული დარჩა.
ჟოზემ მადრიდში მოსვლისთნავე შეცვალა ყველაფერი. მან იმდენი მოახერხა, რომ მოსვლისთანავე კლუბიდან გაუშვა მადრიდის რეალის ორი ლეგენდა, გუტი და რაული. იყო უხეში, თავიდან მოიშორა ვალდანოც, მაგრამ ამ ყველაფერმა შედეგი მოიტანა და მას აპატიეს.
მოუმ იცის როგორ უნდა მიაღწიოს შედეგს, მან ეს ყველაფერი ჯერ პორტოში, შემდეგ ჩელსისა და ინტერში დაამტკიცა, ახლა კი სამეფო კლუბში აგრძელებს წარმატებულ მოღვაწეობას. მან პირველივე სეზონში მოიგო სამეფო თასი, წელს კი ლა ლიგაში უამრავი რეკორდი დაამყარა, მისი გუნდი ჩემპიონი გახდა 100 ქულით და 121 გატანილი გოლით, ეს საუკეთესო შედეგია ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში, მაგრამ ის ამით კმაყოფილი არ არის და უფრო მეტი სურს.
მას ჰყავს შესანიშნავი შემადგენლობა და აღწევს წარმატებას წარმატებაზე. ყველგან სადაც მივიდა გამარჯვებული დარჩა, როგორც პორტუგალიასა და ინგლისში, ისე ესპანეთსა და იტალიაში. ამიტომ სეზონის დასაწყისში მან განსაკუთრებულის ნაცვლად, ერთადერთის წოდება მოითხოვა.
მადრიდში მოსვლისთანავე ჟოზემ განაცხადა, რომ მისი მთავარი საზრუნავი არის ცენტრალური ნახევარდაცვის გამაგრება და ამ მიზნით გერმანული დუეტი ოზილი-ხედირა შეიძინა, მათ პირველივე სეზონში გაამრთლეს და ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრეს ადგილი. შემდეგ წელს ჟოზემ ნური შაჰინი შეიძინა. იმ იმედით, რომ პერსპექტიული თურქი ფეხურთელი ალონსოსაც კარგად შეეწყობოდა და ხედირასაც, მაგრამ 12 თვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ის მზად არ იყო ამისათვის.
ახლა კი მოუმ ახალი სამიზნე შეარჩია და ეს ლუკა მოდრიჩი არის, რომელიც უკვე 26 წლის არის და კარიერის პიკს უახლოვდება. მთელი ზაფხული მიდიოდა სპეკულაციები ხორვატის შესახებ, თუმცა ვილაშ-ბოაში თამამად აცხადებდა, რომ ნახევარმცველი მამლებს არ დატოვებდა. 38 მილიონი საკმარისი აღმოჩნა იმისათვის, რომ ტოტენჰემის ხელმძღვანელობა ტრანსფერს დათანხმებოდა და ფეხბურთელი ესპანეთში გაეშვა, თან მათ არ სურდათ ისეთი მოთამაშის გუნდში გაჩერება, რომელიც სხვაგან თამაშზე ოცნებობდა.
ერთი შეხედვით 38 მილიონი ბევრია იმ ფეხბურთელში, რომელიც იშვიათად იტანს გოლს და აგრეთვე იშვიათად არიგებს საგოლე გადაცემებს, მაგრამ ტოტენჰემის ცენტრალური ნახევარდაცვის ხაზი მასზე არის აწყობილი, ის არის გუნდის დირიჟორი, როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. ის აუცილებლად დააკლდება უაით ჰართ ლეინს.
ლუკას ტრანსფერით მოუმ ძალიან სასარგებლო იარაღი შეიძინია, რიგით თამაშებში სავარაუდოდ ის ალონსოს შეუწყვილდება ნახევარდაცვაში. ბარსელონას წინააღმვდეგ კი სავარაუდოდ ხედირა-ალონსო-მოდრიჩის ტრიოს ვიხილავთ.
ხორვატმა ნახევარმცველმა ერთხელ უკვე ითამაშა ბერნაბეუზე და ის შეხვედრა ტკბილად არ უნდა ახსენდებოდეს, რადგან მაშინ სამეფო კლუბმა მისი გუნდისაგან ქვა-ქვაზე არ დატოვა და 4:0 გაანადგურა. მამლებმა ეს მატჩი ჩააგდეს, თუმცა ერთადერთი ნათელი წერტილი, რომელიც მარცხს არ ეგუებოდა სწორედ ლუკა მოდრიჩი იყო. მასზე ძალიან დიდ ავანსებს გასცემენ მადრიდში და შესაძლოა სწორედ ის იყოს მოურინიოს თავსატეხის ბოლო ნაწილი.
ვილაშ-ბოაში ჯერ კიდევ გასულ წელს ცდილბდა მოდრიჩის ჩელსიში გადაბირებას, მაგრამ მაშინ ტოტენჰემმა ფეხბურთელი შეინარჩუნა. ახლა ის მამლების მწვრთნელია და მეორეჯერ გაუშვა შანსი იმუშაოს 26 წლის ფეხბურთელთან.
ტოტენჰემის თამაში ახლა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ შეცვლიან ლუკას. ანდრემ ვერ ათამაშა ჩელსი მოდრიჩის გარეშე და ძნელი იქნება იმ გუნდის გაწვრთნა, სადაც ხორვატი ნახევარმცველი გუნდის ლიდერი იყო.
ახალგაზრდა მწვრთნელი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ნახევამრცველს დაემშვიდობა. იქნება ტოტენჰემის დანაკარგი, რეალის შენაძენი? ამ კითხვაზე პასუხს მხოლოდ დრო გაგვცემს.
ბენ ჰაივარდი, სპეციალურად Goal.Com-ისათვის.
- 17 აგვისტო 2012
- 3 975
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.