მაიკონს ისევ არ ეღირსა კლუბის შეცვლა
წინასასეზონო სატრანსფერო ჭორებში ჟურნალისტებმა მაიკონიც მოაქცია.
მაიკონის რეალში გადმოსვლის შესაძლებლობა ჭორი ყოფილა, ეს ინფორმაცია დღეს " ინტერის" სპორტულმა დირექტორმა მარკო ბრანკმა ოფიციალურად დაადასტურა, 31 წლის ბრაზილიელი მცველი "ინტერში" დარჩება, "რეალს" მისი ტრანსფერი ჩაეშალა.
მარკო ბრანკის სიტყვებს მარკა ციტირებს : " თუ "რეალს" მაიკონის გადაბირება სურს, 8 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მაიკონი არსადაც არ წავა, ჩვენ შემოთავაზება არცეთი საფეხბურთო კლუბისგან მიგვიღია, ამიტომ დუგლასი ჩვეულებრივი დატვირთვით აგრძელებს ვარჯიშს და "ინტერთან" ერთად აპირებს ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის გადალახვას, შეგახსენებთ იტალიური გრანდის მეტოქე რუმინული "ვალსუა" იქნება, აღნიშნული მატჩი 23 აგვისტოსაა დაგეგმილი , მადამდე შეიძლება სულ სხვაგვარად განვითარდეს მოვლენები.
ინფორმაციის წყარო : Marca.com
- 16 აგვისტო 2012
- 1 536
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.