რონალდო "ბარსას" ფეხბურთელებს "ოქროს ბურთის" ფავორიტებად თვლის
2008 წლის "ოქროს ბურთის" ტრიუმფატორი კრისტიანო რონალდო წლევანდელი "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში ლეო მესის ფავორიტად თვლის. ასევე პორტუგალიელმა გამოჰყო ხავი და სამუელ ეტო'ო.
"ფავორიტები "ბარსელონას" ფეხბურთელები არიან. იმისთვის, რათა მოიგო "ოქროს ბურთი" საჭიროა გაიმარჯვო კლუბურ ტურნირებში. ამიტომ ფავორიტები იქნებიან ხავიც და სამუელ ეტო'ოც" – აცხადებს კრისტიანო.
"ასევე მესიც ფავორიტია. რატომაც არა? თუ ის გაიმარჯვებს სრულიად დამსახურებულად მიიღებს ამ პრიზს".
რონალდო აცხადებს, რომ სწუხს, რადგან გასულ წელს მოიგო ეს პრიზი და ახლა ყველაფრის ნულიდან დაწყება მოუწევს. ახლა მან ეს ყველაფერი მადრიდის "რეალთან" ერთად უნდა მოიგოს, ისევე როგორც ეს გააკეთა "მანჩესტერში" თამაშისას.
"ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ჩემი ცხოვრება თავიდან იწყება. მე იმას უნდა მივაღწიო, რასაც "მანჩესტერში". ჩემპიპონთა ლიგა, ქვეყნის ჩემპიონატი და ქვეყნის თასი... ამის ყველა წინაპირობა მაქვს. მე ვიმყოფები მსოფლიოს საუკეთესო კლუბში. ყველაფერს ისევ ნულიდან ვიწყებ".
კრისტიანოს თქმით, "ბარსელონა" ახლა "რეალზე" ძლიერია, მაგრამ ყველაფერი სეზონის ბოლოს გამოჩნდება.
"შევხედოთ. ჩვენ პატივს ვცემთ "ბარსელონასაც" და ყველა გუნდსაც, მაგრამ ყველაფერი სეზონის ბოლოს გამოჩნდება" – დაასრულა პორტუგალიელმა ვარსკვლავმა.
ინფორმაციის წყარო: As.com
- 20 ოქტომბერი 2009
- 2 215
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.