ნურის არსენალში უნდა, მოუ კი ლივერპულში უშვებს
კვირის ბოლოს ნური შაჰინი მადრიდის რეალს დატოვებს და ინგლისში გადაბარგდება, თუმცა ჯერ გაურკვეველია რომელ კლუბში გააგრძელებს ის ასპარეზობას.
თურქი ნახევარმცველი მხოლოდ 23 წლის არის და მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ, ამიტომ მოურინიოს მისი გაყიდვა არ სურს. პორტუგალიელი მწვრთნელი მზად არის ფეხბურთელი იჯარის წესით გაუშვას რომელიმე ძლიერ ევროულ გუნდში, სადაც მას სათამაშო პრაქტიკა ექნება. უკიდურეს შემთხვევაში ჟოზე მზად არის გაყიდოს ნახევარმცველი მისი გამოსყიდვის უფლებით. წესით ეს ტრანსფერი არ უნდა გაჭიანურებულიყო, რადგან არსენალი და ლივერპული მზად არიან დათანხმდნენ სამეფო კლუბის ნებისმიერ შემოთავაზებას, მაგრამ ინტერესთა კონფლიქტს ვერც აქ ავცდით. შაჰინს არსენალში გადასვლა სურს, მოუს კი მიაჩნია, რომ ლივერპული უკეთესი ვარიანტია.
ვენგერი ნურის 2005 წლიდან აკვირდება და ყოველთვის სურდა მისი შეძენა. წელს კი ფრანგ მწვრთნელს მშვენიერი შანსი გაუჩნდა, აგრეთვე ბარსელონას ინტერესი ალექს სონგისადმი ზრდის ნურის მეთოფეთა რიგებში გადასვლის შანსს. არსენ ვენგერი კი არ აპირებს კამერუნელი ფეხბურთელის გაშვებას, სანამ შაჰინი არსენალში არ ამოჰყოფს თავს.
მოუს კი განსხვავებული შეხედულება აქვს. ლივერპულის ახლანდელი მწვრთნელი როჯერსი, იყო ჩელსის აკადემიის თავკაცი მაშინ, როდესაც ჟოზე ლონდონურ კლუბს წვრთნიდს. მას სურს, რომ ნურიმ იმუშაოს იმ მწვრთნელთან, რომელთანაც პორტუგალიელ მწვრთნელს კარგი ურთიერთობა აქვს და დარწმუნებულია, რომ მისცემს სათამაშო დროს.
- 15 აგვისტო 2012
- 1 590
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.