მშვიდობით კაკა
ლუკა მოდრიჩი მალე მადრიდის რეალის ფეხბურთელი გახდება და რიკარდო კაკა მორუინიოსათვის მესამე არჩევანი იქნება. ოზილისა და ხორვატი ნახევარმცველის შემდეგ.
ოზილი, რონალდო, დი მარია, მოდრიჩი, წინ ბენზემა და იგუაინი. ამ ფეხბურთელებს ხშირად მოუწევთ თამაში, რაც შეეხება რიკარდოს, სავარაუდოდ მას უფრო ნაკლები სათამაშო დრო ექნება, ვიდრე კალეხონს. ბრაზილიელი ფეხბურთელი ხვდება, რომ საუკეთესო გამოსავალი გუნდიდან წასვლა არის.
ბლანკოსი კაკას სანაცვლოდ 25 დან 30 მილიონ ევრომდე ითხოვს, მაგრამ ჯერ-ჯერობით არც ერთი კლუბი არ გამოთქვამს სურვილს გადაიხადოს ეს თანხა ბრაზილიელ ნახევარმცველში. მილანი მხოლოდ 13 მილიონს ჩამოდის, თეთრებს კი ეს თანხა არ აწყობთ. სერია ა-ში დაბრუნებაზე უარს არც რიკი ამბობს და იტალიურ კლუბსაც სჯერა, რომ სეზონის ბოლოსათვის სამეფო გუნდი მათ შემოთავაზებას დათანხმდებიან და კაკას იაფად შეიძენენ.
წინასასეზონო მზადებისას კაკამ 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თითწმის შეუმჩნეველი იყო მოედანზე. რიკიმ მხოლოდ მილანთნ დატოვა კარგი შთაბეჭდილება, როდესაც მან 3 საგოლე გადაცემა გააკეთა, ამ შეხვედრას რა თქმა უნდა ალეგრი და გალიანი აკვირდებოდნენ.
- 15 აგვისტო 2012
- 2 479
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.