პროფესორი ზიდანი
ლეგენდა "კასტილიასა" და "რეალმადრი ც" ფეხბურთელებს მოამზადებს.
მსოფლიოში ათასობით ბავშვი ოცნებობს მადრიდის "რეალის" აკადემიაში მოხვდეს. ამ ბავშვებიდან მხოლოდ რამდენიმეს უმართლებს და ხდება საოცნებო კლუბის მოთამაშე. ეს მათთვის დიდი, წინგადადგმული ნაბიჯია დიდი ფეხბურთისაკენ.
წლევანდელი წელი განსაკუთრებული გამოდგა "კასტილიელთათვის". 5 წლიანი წარუმატებელი ასპარეზობის შემდეგ დეგუნდა ბ-ში, გუნდმა როგორც იქნა მოახერხა და სეგუნდაში გადმოვიდა. "რეალის" მეორე გუნდის ფეხბურთელებისთვის კიდევ ერთი სიახლე გახდა ცნობილი, მათ ტორილისთან ერთად ლექციებს წაუკითხავს "რეალის" ფრანგი ლეგენდა ზინედინ ზიდანი.
ზიდანი კერძო გაკვეთილებს ჩაუტარებს "კასტილიელებს" და გაუზიარებს წლების განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებას. შემდეგ კი სავარაუდოდ მწვრთნელად დაიწყებს მუშაობას. მისი ძირითადი საზრუნავი იქნება ასწავლოს მოთამაშეებს ბურთის დამორჩილება, მოედნის ხედვა, დრიბლინგი, სხვადასხვა მოძრაობები ბურთით და მოკლე პასები... მადრიდის "რეალის" აღსასზრდელებს საუკეთოს მასწავლებელი ჩაუტარებს მასტერკლასებს.
- 13 აგვისტო 2012
- 2 431
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.