გუტი თუ გრანერო?
გუტი გამოჯანმრთელდა. ქერა ნახევარმცველი ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა გუნდისთვის, მაგრამ "მილანის" წინააღმდეგ პელეგრინი დილემის წინაშე დგას: გუტი თუ გრანერო?
შაბათს "ვალიადოლიდის" განადგურების შემდეგ ჩილელ სპეციალისტს არ სურს შეცვალოს გუნდის სქემა. ამასთან ერთად გუტიმაც და გაგომაც მოიშუშეს ტრავმები და შეუძლიათ თამაში.
კაკა პირველად ითამაშებს თავისი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ და შესაძლოა ასევე ჰოლანდიელი რაფაელ ვან დერ ვაარტის თამაშიც. პელეგრინის დაფიქრება მართებს: გუტი თუ გრანერო? გრანერომ შესანიშნავად ითამაშა "ვალიადოლიდის" წინააღმდეგ, მაგრამ გუტის გამოცდილება ასეთ მატჩებში დიდ დახმარებას გაუწევს გუნდს.
მართალია ლასანა დიარა თანაგუნდელებისგან განცალკევებით ვარჯიშობს, მაგრამ ის ალბათ მაინც ითამაშებს ხაბი ალონსოსთან ერთად ნახეავრდაცვის ცენტრში.
ინფორმაციის წყარო: Defensacentral.com
- 20 ოქტომბერი 2009
- 2 698
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.