"რეალსა" და "მილანს" შორის გამართული საუკეთესო მატჩები

მადრიდის "რეალი" და "მილანი" ოთხშაბათს მეცამეტე შეხვედრას გამართავენ ერთმანეთის პირისპირ. მათ ჯამში აიღეს 16 ჩემპიონთა ლიგის თასი. "სამეფო კლუბმა" "როსონერი" 1958 წლის ფინალში დაამარცხა. აქ შემოგთავაზებთ ამ გუნდებს შორის გამართულ ხუთ საუკეთესო დაპირისპირებას.

"რეალი"–"მილანი" 3:1, ჯგუფური ეტაპი, 2003 წლის 12 მარტი

ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც იყვნენ ზინედინ ზიდანი, ლუიშ ფიგუ, რონალდო და გონსალესი აპირებდნენ დაეცვათ ჩემპიონთა ლიგის ტიტული. მადრიდელებმა საწყის წუთებში გაუტანეს იტალიელებს ორი გოლი და თამაშს აზრი დაუკარგეს. დუბლი შეასრულა რაულმა და ერთი გოლიც გუტიმ ჩაიწერა აქტივში. ორი თვის შემდეგ კი "მილანმა" მეექვსედ მოიგო ეს ტურნირი, ხოლო "რეალი" 1/2 ფინალში დამარცხდა.

"მილანი"–"რეალი" 5:0, მეორე რაუნდი, 1989 წლის 19 აპრილი

არიგო საკი ჯერ კიდევ უცნობი იყო, როცა "როსონერის" პრეზიდენტმა სილვიო ბერლუსკონიმ ის გადმოიყვანა "პარმადან" 1987 წელს. მისი მისია იყო შეეცვალა იტალიური ფეხბურთის სტილი. "სანტიაგო ბერნაბეუზე" 1:1 დასრულებული შეხვედრის შემდეგ, "რეალი" განადგურებულ იქნა "სან სიროზე". კარლო ანჩელოტიმ, რუუდ გულიტმა, ფრენკ რაიკარდმა, მარკო ვან ბასტენმა და რობერტო დონადონიმ ხუთი უპასუხო გოლი გაუტანს მადრიდელებს. ვერცერთმა გუნდმა ვერ მოახერხა ტიტულის დაცვა.

"რეალი"–"მილანი" 1:0, მეორე ეტაპი, მეორე ტური, 1989 წლის 1 ნოემბერი

არიგო საკის "მილანს" არამარტო კარგი თავდასხმის ხაზი ჰყავდა. მას გუნდის დაცვის ხაზიც არაჩვეულებრივი ჰყავდა. პირველ შეხვედრაში "მილანმა" მოიგო 2:0 ვან ბასტენისა და რაიკარდის გოლების წყალობით. მეორე შეხვედრაში ემილიო ბუტრაგენიომ გაიტანა გოლი, მაგრამ მეორე გოლის გატანა ვერ მოხერხდა. მაურო ტასოტი, ფრანკო ბარეზი, ალესანდრო კოსტაკურტა და პაოლო მალდინი ცდილობდნენ უგო სანჩესის შეჩერებას.

"რეალი"–"მილანი" 3:2, ფინალი, 1958 წლის 28 მაისი

ორი წლის წინ მადრიდელებთან ნახევარფინალში წაგების შემდეგ "როსონერი" შურისძიებას გეგმავდა და სურდა "რეალის" ბატონობის დამხობა ევროპაში. ბრიუსელში გამართულ შეხვედრაში ხუან ალბერტომ დააწინაურა იტალიელები, მაგრამ ალფრედო დი სტეფანომ შეხვედრის დასრულებამდე 13 წუთით ადრე გაათანაბრა ანგარიში და დაინიშნა დამატებითი დრო. პაკო ხენტომ გაიტანა გადამწყვეტი გოლი და მადრიდელებს ზედიზედ მესამეჯერ მოაგებინა ჩემპიონთა ლიგა.

"რეალი"–"მილანი" 4:2, ნახევარფინალი, პირველი მატჩი, 1956 წლის 19 აპრილი

ეს იყო პირველი შეხვედრა ამ გუნდებს შორის. მატჩს 125 000 ადამიანი ადევნებდა თვალს. მთავარი მოვლენები შესვენების შემდეგ განვითარდა. როკე ოლსენმა გაიტანა ორი გოლი. შემდეგ დი სტეფანომ, რომლის გოლმაც დიდი როლი ითამაშა მეორე შეხვედრაში, რომელიც 2:1 დასრულდა.


ინფორმაციის წყარო: Uefa.com

  • faqo
  • 20 ოქტომბერი 2009
  • 3 096
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)