ესპანური ფეხბურთის პირველი დიდი ტრანსფერი
მას ღვთაებრივს უწოდებდნენ, მაგრამ მისი ნამდვილი სახელი რიკარდო ზამორა იყო. ის დაიბადა 1901 წელს ბარსელონაში. 16 წლის ასაკში მას დებიუტი ჰქონდა პრიმერაში "ესპანიოლის" რიგებში, სადაც ბავშვობიდან თამაშობდა. ხელმძღვანელობასთან უთანხმოების გამო ის გადავიდა "ბარსელონაში". სწორედ იქ გაითქვა მან სახელი და შემდეგ გადაბარგდა მადრიდის "რეალში". რიკარდო ზამორა გახდა ესპანური ფეხბურთის პირველი დიდი ტრანსფერი.
ეს ყველაფერი მოხდა 1922 წელს. ზამორა მადრიდელებს დაუჯდათ 25.000 პესეტი (დღევანდელი 150 ევრო). მისი ხელფასი 5.000 პესეტი გახლდათ. ზამორა გახდა პირველი ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი ესპანური ფეხბურთის ისტორიაში. მისი სატრანსფერო თანხა ვერ შეედრება კრისტიანო რონალდოს 92 მილიონიან ტრანსფერს.
ორ ტრანსფერს შორის გავიდა 87 წელი. ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამ მოხდა ესპანური ფეხბურთის სატრანსფერო ფანჯარაზე. მეორე ბომბა გახდა ალფრედო დი სტეფანოს ტრანსფერი "რეალში" 1953 წელს. ეს ტრანსფერი გახდა სკანდალური, რადგან დი სტეფანოსთვის ორი გუნდი – "რეალი" და "ბარსელონა" იბრძოდა. ამის შემდეგ ალფრედო გახდა "სამეფო კლუბის" ისტორიის საუკეთესო ფეხბურთელი.
კიდევ ერთი განხორციელებული ტრანსფერი. ამჯერად ლუის სუარესი, ერთადერთი ესპანელი ფეხბურთელი, რომელიც ფლობდა "ოქროს ბურთს", გადავიდა იტალიის ჩემპიონატის გუნდ "ინტერში" 1961 წელს. ის მანამდე "ბარსელონაში" გამოდიოდა. სუარესი გახლდათ ერთ–ერთი საუკეთესო ფეხბურთელი.
კიდევ ერთი შემთხვევა. ამჯერად ცნობილი უცხოელი ფეხბურთელი იოჰან კრუიფი გადაბარგდა ესპანეთში. მან მოიგო სამი "თასების თასი" "აიაქსთან" ერთად და "ბარსელონას" შეუერთდა 1973 წელს.
ასევე ესპანური ფეხბურთის ტრანსფერები შეიძლება შეავსონ მარადონამ, ზიდანმა, რომარიომ, ფერნანდო ტორესმა, რონალდომ, რივალდომ... და სხვებმა. მაგრამ მუდამ პირველად დარჩება რიკარდო ზამორა.
ინფორმაციის წყარო: Abc.es
- 20 ოქტომბერი 2009
- 2 962
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.