"რეალის" შემდეგი მეტოქე "მილანი" იქნება
მადრიდის "რეალი" ამერიკულ ტურნეს "მილანთან" დაპირისპირებით დაასრულებს.
ხვალ სამეფო კლუბი მეხუთე ამხანაგურ მატჩს გამართავს. თეთრებმა შეერთებულ შტატებში უკვე ორი თამაში მოიგეს, ლოს ანჯელეს გალაქსი (5-1) და სანტოს ლაგუნა (2-1), და ახლა მესამე შეხვედრისთვის ემზადებიან.
რაც შეეხება "მილანს", იტალიელები ძალიან დიდი პრობლემის წინაშე დადგნენ გასული სეზონის დასრულების შემდეგ. გუნდიდან წავიდნენ ნესტა, ტიაგო სილვა, იბრაჰიმოვიჩი, გატუზო, ზამბროტა, ზეედორფი, ვან ბომელი და ინძაგი. მათი ადგილები კი ახალმა ფეხბურთელებმა დაიკავეს და გუნდი ჩამოყალიბების პროცესში იმყოფება.
- 7 აგვისტო 2012
- 3 092
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.