რონალდინიო:"რეალი" მსოფლიოში საუკეთესოა"
ბრაზილიელი რონალდინიო "სანტიაგო ბერნაბეუზე" ბრუნდება.
"მილანის" ბრაზილიელმა ნახევარმცველმა რონალდინიომ განაცხადა, რომ სრულიად კარგად გრძნობს თავს და სურს გააჩუმოს კრიტიკოსები ოთხშაბათის მატჩში, როგორც ეს გააკეთა "ბარსელონაში" თამაშისას.
"ამ ეტაპზე ფიზიკურადაც და ტექნიკურადაც თავს კარგად ვგრძნობ. ამ სეზონში ყველაფრის მოგება მსურს" – აცხადებს ბრაზილიელი მადრიდში სტუმრობამდე.
რონალდინიომ "რომასთან" შეხვედრაში, რომელიც "მილანმა" მოიგო 2:1 გოლიც გაიტანა და საგოლე პასიც გაუკეთა ალეშანდრე პატოს. "მნიშვნელოვან მოომენტში გავიმარჯვეთ. ბევრს მაკრიტიკებენ, მე კი ჩემი თამაშით ისინი უნდა გავაჩუმო".
"არანაირი პრობლემები არ მაქვს, უბრალოდ ცოტა დრო მჭირდება, რათა ჩვეულ ფორმას დავუბრუნდე. ვაპირებ ვითამაშო ნახევარდაცვის მარცხენა ფლანგზე".
რონალდო დე ასის მორეირას "ბერნაბეუ" კარგად ახსენდება. მან ამ სტადიონზე შედევრები დადგა და გულშემატკივართა ოვაციებიც დაიმსახურა. "ახლა უკვე სულ სხვა დროა. მადრიდელებს პატივისცემით უნდა მოვაპყროთ. ისინი მსოფლიოში საუკეთესოები არიან, მაგრამ ყველანაირად უნდა ვიბრძოლოთ გამარჯვებისათვის".
"ოთხშაბათს "რეალთან" მოგვიწევს დაპირისპირება. "რომასთან" დაშვებული შეცდომები უნდა გავაანალიზოთ და აღარ უნდა გავიმეოროთ" – დაასრულა რონალდინიომ.
ინფორმაციის წყარო: Marca.com
- 20 ოქტომბერი 2009
- 3 623
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.